ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ამ აგრესიული კამპანიის მიზანი, რომელიც ექსტრემისტულ, აგენტურულ დაჯგუფებებს აქვთ წამოწყებული, ციხეში მყოფი პირების მხრიდან საპროცესო შეთანხმებებზე უარის თქმაა - თორნიკე ჭეიშვილი

მმართველი გუნდის წარმომადგენელი თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური ჯგუფების აგრესიული კამპანიის მიზანი ციხეში მყოფი პირების მიერ საპროცესო შეთანხმებებზე უარის თქმის მიღწევაა. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და კიდევ რამდენიმე პირმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართეს.

ამ აგრესიული კამპანიის მიზანი, რომელიც ექსტრემისტულ, აგენტურულ დაჯგუფებებს აქვთ წამოწყებული, ციხეში მყოფი პირების მხრიდან საპროცესო შეთანხმებებზე უარის თქმაა - თორნიკე ჭეიშვილი
ამ აგრესიული კამპანიის მიზანი, რომელიც ექსტრემისტულ, აგენტურულ დაჯგუფებებს აქვთ წამოწყებული, ციხეში მყოფი პირების მხრიდან საპროცესო შეთანხმებებზე უარის თქმაა - თორნიკე ჭეიშვილირუსთავი 2

მორიგი დაპირისპირება გამოიწვია ოპოზიციურ ფლანგზე 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორთა მიერ დანაშაულის აღიარებამ. ოპოზიციის ნაწილი საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას პრინციპების ღალატად და მიუღებელ ნაბიჯად აფასებს.

მმართველი გუნდი აგრესიულ კამპანიაზე საუბრობს, რომლის მიზანიც ციხეში მყოფი პირების მხრიდან საპროცესო შეთანხმებებზე უარის თქმაა.

"რეალურად, მიზანი ამ აგრესიული კამპანიისა, რომელიც წამოწყებული აქვთ შესაბამის ექსტრემისტულ, აგენტურულ დაჯგუფებებს, არის სწორედ ის, რომ რაც შეიძლება შეაჩერონ თუ შეანელონ პროცესი იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულმა პირებმა, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს უკვე შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედებისთვის, ხელი აიღონ სამომავლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს თავის თავში გულისხმობს დანაშაულის აღიარებას, ამის მონანიებას. ეს თავიდან ბოლომდე ამხობს იმ ყალბ ნარატივს, რომლის მიხედვითაც ეს ადამიანები იყვნენ გამოცხადებულები დემოკრატიის რაინდებად და გარკვეულ, ასე ვთქვათ, წამებულ პირებად", - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. მსგავსი მოთხოვნით მიმართავს უწყებას ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რეალურად, მიზანი ამ აგრესიული კამპანიისა, რომელიც წამოწყებული აქვთ შესაბამის ექსტრემისტულ, აგენტურულ დაჯგუფებებს, არის სწორედ ის, რომ რაც შეიძლება შეაჩერონ თუ შეანელონ პროცესი იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულმა პირებმა, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს უკვე შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედებისთვის, ხელი აიღონ სამომავლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს თავის თავში გულისხმობს დანაშაულის აღიარებას, ამის მონანიებას. ეს თავიდან ბოლომდე ამხობს იმ ყალბ ნარატივს, რომლის მიხედვითაც ეს ადამიანები იყვნენ გამოცხადებულები დემოკრატიის რაინდებად და გარკვეულ, ასე ვთქვათ, წამებულ პირებად“
თორნიკე ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება ითხოვეს - პროკურატურა ბრალდებულებთან შეთანხმებას გააფორმებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები