ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

არავინ მათი მხარდამჭერი აღარ არის, რადგან გაიშიფრა მათი მიზნები, რომ ვერასოდეს საქართველოში ვეღარ უნდა მოხდეს რევოლუციები და შტურმები - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

საქართველოს პროკურატურახალხის ძალა

მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ 4 ოქტომბრის საქმეზე დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ, რამაც ოპოზიციაში დაპირისპირება გამოიწვია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზნები და შტურმები გაიშიფრა.

არავინ მათი მხარდამჭერი აღარ არის, რადგან გაიშიფრა მათი მიზნები, რომ ვერასოდეს საქართველოში ვეღარ უნდა მოხდეს რევოლუციები და შტურმები - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე
არავინ მათი მხარდამჭერი აღარ არის, რადგან გაიშიფრა მათი მიზნები, რომ ვერასოდეს საქართველოში ვეღარ უნდა მოხდეს რევოლუციები და შტურმები - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზერუსთავი 2

4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში.

ნაწილი დანაშაულის მონანიებას მიესალმება ნაწილი კი მსჯავრდებულებს მწვავედ აკრიტიკებს. მათ შორის არის თამარ ჩერგოლეიშვილი. საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურისთვის მიმართვას უღირს საქციელს უწოდებს პაატა ბურჭულაძის შვილიც.

ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული გუშინ აღიარეს. საპროცესო შეთანხმებას ითხოვს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის მიზნები გაიშიფრა და მათი მომხრე აღარავინ აღარ არის.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ოთხში მართალია დაიწყეს, მაგრამ ოთხშივე დაამთავრეს და მერე ხუთში დაიწყეს აღიარებები. აი ეს არის რეალობა და იმის მერე გრძელდება ეს აღიარებები, იმის მიხედვით გაგრძელდება, რაც დრო გავა, რადგან მიხვდნენ, რომ არავინ მათი მხარდამჭერი უკვე აღარ არის, რადგან გაიშიფრა მათი მიზნები, რომ ვერასოდეს საქართველოში ვეღარ უნდა მოხდეს რევოლუციები და შტურმები და ასე შემდგომ.

მე არ მესმის ახლა კრიტიკა იმ ადამიანების, ვინც ციხეში მყოფ ადამიანს აკრიტიკებს, რატომ არ გინდა, რომ ციხეში იჯდეო. მაშინ თვითონაც ჩაჯდეს. აღიაროს, მივიდეს. ხომ ამბობს, რომ ოთხ ოქტომბერს არაფერი არ მომხდარა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვნახეთ, რომ ოთხში მართალია დაიწყეს, მაგრამ ოთხშივე დაამთავრეს და მერე ხუთში დაიწყეს აღიარებები. აი ეს არის რეალობა და იმის მერე გრძელდება ეს აღიარებები, იმის მიხედვით გაგრძელდება, რაც დრო გავა, რადგან მიხვდნენ, რომ არავინ მათი მხარდამჭერი უკვე აღარ არის, რადგან გაიშიფრა მათი მიზნები, რომ ვერასოდეს საქართველოში ვეღარ უნდა მოხდეს რევოლუციები და შტურმები და ასე შემდგომ. მე არ მესმის ახლა კრიტიკა იმ ადამიანების, ვინც ციხეში მყოფ ადამიანს აკრიტიკებს, რატომ არ გინდა, რომ ციხეში იჯდეო. მაშინ თვითონაც ჩაჯდეს. აღიაროს, მივიდეს. ხომ ამბობს, რომ ოთხ ოქტომბერს არაფერი არ მომხდარა“
გურამ მაჭარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.