პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„ჭორვილელის ადგილზე, ღამე წყნარად აღარ დამეძინებოდა“ – რას წერს სააკაშვილი?

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და ოკუპაციის ნორმალიზაციას გეგმავს, რაც საქართველოს ობიექტებს უკრაინისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს.

„ჭორვილელის ადგილზე, ღამე წყნარად აღარ დამეძინებოდა“ – რას წერს სააკაშვილი?
ალია

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს:

„ჭორვილელის ადგილზე, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ჩაძირა რუსული სამხედრო გემები ლიბიურ პორტში, აფრიკის ჩრდილო სანაპიროზე და ასევე ფინეთის მახლობლად, ღამე წყნარად აღარ დამეძინებოდა.

საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა რუსეთისკენ პირველი დიდი ნაბიჯი უკვე გადადგა, როცა ევროპაზე უარი თქვა. ახლა დგამს მეორე ნაბიჯს – დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და ოკუპაციის ნორმალიზაციას.

ამის შემდეგი ნაბიჯია მხოლოდ ერთი – რუსეთის სრული მოკავშირეობა და ომში შესვლა. როგორც კი რუსების სრულფასოვანი მოკავშირე გახდება ქოცური რეჟიმი, მაშინვე და ნაწილობრივ უკვე ახლაც, რუსული რკინიგზა, აფხაზეთის გავლით, ჩვენს ტერიტორიაზე, რუსული გემები და ტვირთები ჩვენს პორტებში, საქართველოს ქალაქებში ჩაბუდებული რუსული აგენტურა, ავტომატურად იქცევა უკრაინისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ.

ხოდა სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აფრიკას სწვდებიან, როგორ ფიქრობთ, რუსულ სამიზნეებს ვერ მისწვდებიან საქართველოს ტერიტორიაზე? ხომ ფაქტია რომ აფხაზეთზე უკრაინელებმა უკვე რამდენჯერმე განახორციელეს შეტევა დრონებით.

ასე რომ ქოცები, რომელთაც ასე დაგვიყენეს არჩევანი – ან უღირსობა ან ომი, იმის სანაცვლოდ რომ ღირსებით წავეყვანეთ ევროპისკენ ახლა სრულიად უღირსად მიგვაქანებენ დიდი ომისკენ. აგერ მე და აგერ თქვენ, უნდა შევაჩეროთ!“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, რუსები ივანიშვილს ემუქრებიან დივერსიებით, ამიტომ უნიათო დიქტატორი ვირთხასავით კუთხეშია მიმწყვდეული” – სააკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები