ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პეკინის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია სპეციალური მიწვევით პეკინის სიანშანის უსაფრთხოების მე-13 ფორუმში მონაწილეობს, სადაც ის საერთაშორისო წესრიგსა და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგება.

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პეკინის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პეკინის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობსინტერპრესნიუსი

მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის დამფუძნებელი, „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია პეკინის სიანშანის უსაფრთხოების მე-13 ფორუმში მონაწილეობს, რომელიც პეკინში 15 - 17 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პაატა დავითაია სიანშანის უსაფრთხოების ფორუმზე სპეციალური მიწვევით იმყოფება.

„პაატა დავითაია, როგორც პარტიის თავმჯდომარე საერთაშორისო წესრიგსა და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგება. პეკინის უსაფრთხოების ფორუმი ჩინეთში უმაღლესი დონის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმია, რომელშიც მონაწილეობენ თავდაცვის, უსაფრთხოების და დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელები ასზე მეტი ქვეყნიდან, ასევე ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციების და საექსპერტო სამსახურების წარმომადგენლები. ფორუმის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში განიხილავენ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების რისკებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.