პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თურქეთი და პაკისტანი საუდის არაბეთში სამხედრო ძალებს განათავსებენ

თურქეთმა, პაკისტანმა და საუდის არაბეთმა „მაკის ალიანსის“ ფარგლებში კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების ამოქმედება და საუდის არაბეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების განთავსება გადაწყვიტეს.

თურქეთი და პაკისტანი საუდის არაბეთში სამხედრო ძალებს განათავსებენ
BM.GE

თურქეთმა, პაკისტანმა და საუდის არაბეთმა „მაკის ალიანსის“ ფარგლებში კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების დაუყოვნებლივი ამოქმედება და სამეფოს ტერიტორიაზე შეთანხმებული სამხედრო ძალების სწრაფი განთავსება გადაწყვიტეს.

არსებული ინფორმაციით, რიადში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მხარეებმა მექასა და მედინაზე თავდასხმის მცდელობები განიხილეს და აღნიშნეს, რომ არსებული ვითარება სწორედ მსგავსი ზომების მიღებას საჭიროებს. მათ საუდის ქალაქებსა და სამოქალაქო ობიექტებზე მიმდინარე იერიშები მკაცრად დაგმეს და პირობა დადეს, რომ პარტნიორობის ფარგლებში სამეფოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე ერთობლივად იზრუნებენ.

მხარეები მოელიან, რომ მიღებული გადაწყვეტილება პრაქტიკული შეკავების ეფექტურობის გაზრდასა და წევრი სახელმწიფოების თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას მოემსახურება.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ამ ეტაპისთვის უცნობია, რა რაოდენობის სამხედროებს ან ტექნიკას განათავსებენ თურქეთი და პაკისტანი.

ცნობისთვის, „მაკის თავდაცვის ალიანსი“ საუდის არაბეთის, თურქეთისა და პაკისტანის სამმხრივი სამხედრო გაერთიანებაა. ეს სტრუქტურა მიზნად რეგიონული საფრთხეების მოგერიებას, ერთობლივ კოლექტიურ თავდაცვასა და პარტნიორი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვას ისახავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ტაბულაოპოზიციურითავდაცვის ხელშეკრულების ფარგლებში, თურქეთი და პაკისტანი საუდის არაბეთში ჯარებს გაგზავნიან
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირანი და რეგიონის ქვეყნები შეთანხმდნენ მოლაპარაკების გაგრძელებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები