ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაკისტანის, თურქეთის და საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა ირანში შეხვედრა გამართეს, სადაც შეთანხმდნენ, გააგრძელონ დისკუსიები რეგიონის ოთხ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად

პაკისტანის, თურქეთისა და საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა თეირანში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს, ხოლო ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნისკენ არ ისწრაფვის.

პაკისტანის, თურქეთის და საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა ირანში შეხვედრა გამართეს, სადაც შეთანხმდნენ, გააგრძელონ დისკუსიები რეგიონის ოთხ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად
პაკისტანის, თურქეთის და საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა ირანში შეხვედრა გამართეს, სადაც შეთანხმდნენ, გააგრძელონ დისკუსიები რეგიონის ოთხ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლადპირველი არხი

მექის პაქტის წევრებმა – პაკისტანის, თურქეთის და საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა ირანში შეხვედრა გამართეს. ირანული მედიის თანახმად, მონაწილეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ დისკუსიები რეგიონის ოთხ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მათ შორის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

თეირანში ირანელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრა გამართეს საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა, ხალიდ ბინ სალმანმა, პაკისტანის არმიის სარდალმა, გენერალმა ასიმ მუნირმა და თურქეთის ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ კალინმა.

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა, გადადგას ნაბიჯები რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების, უთანხმოებების მოგვარებისა და ისლამური ქვეყნების საერთო პოტენციალის გამოყენების მიმართულებით, ასევე მხარი დაუჭიროს ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ერთიანობის, თანადგომის, უსაფრთხოებისა და განვითარების განმტკიცებას.

ფეზეშქიანმა ხაზი გაუსვა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრინციპულ პოზიციას ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა არ ისწრაფვის ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ და, როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების (NPT) მონაწილე მხარე, სურს, გააგრძელოს თავისი ბირთვული საქმიანობა საერთაშორისო უფლებებისა და ვალდებულებების ფარგლებში. შესაბამისად, ირანი იტოვებს უფლებას, ისარგებლოს მშვიდობიანი ბირთვული საქმიანობით და მოელის, რომ საერთაშორისო ნორმების ფარგლებში ეს უფლებები დაცული იქნება.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირანის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები