ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თავდაცვის ხელშეკრულების ფარგლებში, თურქეთი და პაკისტანი საუდის არაბეთში ჯარებს გაგზავნიან

თურქეთმა, პაკისტანმა და საუდის არაბეთმა ერ-რიადში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების სწრაფი განთავსების შესახებ, რაც მექის ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.

თავდაცვის ხელშეკრულების ფარგლებში, თურქეთი და პაკისტანი საუდის არაბეთში ჯარებს გაგზავნიან
თავდაცვის ხელშეკრულების ფარგლებში, თურქეთი და პაკისტანი საუდის არაბეთში ჯარებს გაგზავნიანტაბულა

მექის ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულების მონაწილე სამი ქვეყნის წარმომადგენლები ერ-რიადში საგანგებო სხდომაზე შეიკრიბნენ და საუდის არაბეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების სწრაფ განთავსებაზე შეთანხმდნენ.

აგვისტოში პაკისტანმა, თურქეთმა და საუდის არაბეთმა მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რითაც ერთ-ერთ მათგანზე თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარების ვალდებულება აიღეს.

საუდის არაბეთმა, პაკისტანმა და თურქეთმა ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ქვეყნების წარმომადგენლებმა 5 ოქტომბერს ერ-რიადში საგანგებო შეხვედრა გამართეს, სადაც საუდის არაბეთზე ბოლოდროინდელი თავდასხმები განიხილეს, განსაკუთრებით კი მექასა და მედინას წინააღმდეგ მიმართული იერიშები. წარმომადგენლებს თეირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები სახელდებით არ მოუხსენიებიათ.

ერთობლივ განცხადებაში სამმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერთმნიშვნელოვნად გმობენ სამეფოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ თავდასხმასა თუ მუქარას.

ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ "დაუყოვნებლივ შეუდგნენ კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების პრაქტიკულ შესრულებას და მიიღონ აუცილებელი ზომები შეთანხმებული სამხედრო ძალებისა და შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და სამეფოში მათი სწრაფი განთავსების მიზნით". - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ქვეყნების წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა სახის როლს შეასრულებენ ჯარები საუდის არაბეთის ტერიტორიაზე განთავსების შემდეგ.

ცნობისთვის, 8 სექტემბერს იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის სამხრეთზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების თავდასხმების შედეგად 73 ადამიანი დაშავდა.

კოალიციის წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ თურქი ალ-მალიქის თქმით, ჰუსიტებმა სამეფოს ქალაქებში – აბჰა, ხამის-მუშაიტი, ჯაზანი და ნაჯრანი – მდებარე სამოქალაქო და ეკონომიკურ ობიექტებს შეუტიეს.

ალ-მალიქმა თავდასხმებს "სერიოზული ესკალაცია" და საუდის არაბეთის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა. მისი თქმით, კოალიცია ჰუსიტების შესაკავებლად "ყველა აუცილებელ ოპერაცზციულ ზომას" მიიღებს.

თავდასხმები იემენში ჰუსიტებსა და საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილ სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლების განახლების ფონზე მოხდა. დაპირისპირებით მხარეებს შორის 2022 წლიდან არსებული ფაქტობრივი ზავი დაირღვა

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაუყოვნებლივ შეუდგნენ კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების პრაქტიკულ შესრულებას და მიიღონ აუცილებელი ზომები შეთანხმებული სამხედრო ძალებისა და შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და სამეფოში მათი სწრაფი განთავსების მიზნით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.