Reuters - საუდის არაბეთმა მექას მახლობლად „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდო
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის წარმომადგენლის, ტურკი ალ-მალქის ცნობით, საუდის არაბეთმა მექას მახლობლად ჰუსიტების მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდო. თავის მხრივ, ჰუსიტები აცხადებენ, რომ მექაზე თავდასხმის მცდელობა არ ყოფილა.

საუდის არაბეთმა მექას მახლობლად „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის წარმომადგენლის, პოლკოვნიკი ტურკი ალ-მალქის ცნობით, თავდაცვის ძალებმა დრონი იქამდე ჩამოაგდეს, ვიდრე წმინდა ქალაქის აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდოდა.
ალ-მალქიმ აღნიშნა, რომ მექას უსაფრთხოება „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.
„ჰუსიტების“ განცხადებით, საუდის არაბეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მექაზე თავდასხმის მცდელობა არ ყოფილა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…