შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებზე: ერთადერთი, ვისაც სჭირდება მათი ციხეში ყოფნა, არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც რეზოლუციებზე დებატებისას იყენებენ მათ სახელებს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის დაპატიმრებულ მონაწილეებზე საუბრისას განაცხადა, რომ ისინი უცხო ძალების იარაღს წარმოადგენენ. მისი თქმით, მათი ციხეში ყოფნა მხოლოდ იმ ევროპარლამენტარებს სჭირდებათ, რომლებიც მათ სახელებს რეზოლუციებზე დებატებისას იყენებენ.

ეს ადამიანები არიან იარაღი უცხო ძალების ხელში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებზე საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარე ძალადობრივი აქციის დაპატიმრებულ მონაწილეებს მოუწოდებს, არ გამოაყენებინონ საკუთარი თავი იარაღად საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკის მქონე ადამიანებს.
„ეს ადამიანები არიან იარაღი უცხო ძალების ხელში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორც 4 ოქტომბერს გამოიყენეს იარაღად და ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის დამხობას, გახსოვთ თქვენ, ბრიუსელიდან პირდაპირი წაქეზებები, მათ შორის დამხობის პროცესში რა ტვიტებს წერდნენ ბრიუსელიდან პოლიტიკოსები და აქეზებდნენ მათ დანაშაულზე. ერთადერთი, ვისაც სჭირდება მათი ციხეში ყოფნა, არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც რეზოლუციებზე დებატებისას იყენებენ მათ სახელებს. ისინი დღეს არიან იარაღი უცხო სახელმწიფოების, მთავრობების თუ ჯგუფების ხელში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს უნდა გააცნობიერონ და საკუთარი თავი იარაღად არ გამოაყენებინონ რომელიმე რასა იუკნევიჩიენეს და მსგავს საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკის მქონე ადამიანებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.