ზალიკო ბერგერი ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს
ია ფარულავასა და ზალიკო ბერგერს შორის კონფლიქტი 2021 წელს, "ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდში დაიწყო. მაშინ ფარულავამ პროექტის ორგანიზატორები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბერგერი ცუდად იყო და მას მკურნალობა სჭირდებოდა, ნაცვლად იმისა, რომ რეიტინგისთვის საცეკვაო შოუში გამოეყვანათ.

ზალიკო ბერგერი ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაცია ambebi.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თორნიკე ქოჩქიანმა დღეს მიიღო.
არსებული ინფორმაციით, სხდომას არ დასწრებიან არც ზალიკო ბერგერი და არც ია ფარულავა.
რას ეხებოდა სასამართლო დავა? ია ფარულავასა და ზალიკო ბერგერს შორის კონფლიქტი 2021 წელს, "ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდში დაიწყო. მაშინ ფარულავამ პროექტის ორგანიზატორები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბერგერი ცუდად იყო და მას მკურნალობა სჭირდებოდა, ნაცვლად იმისა, რომ რეიტინგისთვის საცეკვაო შოუში გამოეყვანათ.
2026 წლის ოქტომბერში ზალიკო ბერგერმა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას, ფარულავას ძველი განცხადება გაიხსენა და მსახიობი შეურაცხმყოფლად მოიხსენია.
"როგორ შეიძლება ამ უბედური ქალის გაკეთებულმა ამულეტებმა ბედნიერება მოგიტანოს? აღარც ქმარი ჰყავს, აღარც მეგობარი. ერთადერთი დაქალი ჰყავდა, ვინც აჭმევდა და იმანაც ბინა აახია, თუ ერთმანეთს ბინა წაართვეს" - თქვა ზალიკო ბერგერმა პოდკასტში და გარდა ამისა, ია ფარულავას მისამართით უცენზურო სიტყვებიც გამოიყენა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…