ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატო-ს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ რაც შეეხება ნატო-ს წევრობას

ნატო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მარკო რუბიოს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-სა და ევროკავშირის წევრობის დაპირებები არასანდოა და ომის ერთ-ერთი მიზეზი ნატო-ს გაფართოების გეგმები იყო.

შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატო-ს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ რაც შეეხება ნატო-ს წევრობას
შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატო-ს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ რაც შეეხება ნატო-ს წევრობასიმედინიუსი

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატო-ს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ რაც შეეხება ნატო-ს წევრობას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაზე, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას.

„ეს [განცხადება] ჩვენ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ არასდროს უნდა ვუღალატოთ ეროვნულ ინტერესებს, რაც მდგომარეობს მშვიდობიანი განვითარებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში. ახლა ხომ ჩანს, რომ როგორც კი სხვა მიზნებს გავაფეტიშებდით და დავაყენებდით ეროვნულ ამოცანებზე ზემოთ, რომელიც ჩვენს ხელში არ არის - ნატო-ს, ევროკავშირის წევრობა და ა.შ., რომელიც ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეატრიალონ როგორც უნდათ ისე, მოწყვლადს ვხდით ჩვენს ქვეყანას. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ვის ხელშიც არის ამ მიზნების შესრულება, გულგრილი ხდებიან ამ მიზნების მიმართ და საბოლოო ჯამში რჩება დანგრეული ქვეყანა როგორც უკრაინაა.

როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, გვახსოვს შეძახილები, რომ უკრაინა არათუ ნატო-ს წევრი, ნატო-ს წამყვანი სამხედრო კონტინგენტის მქონე ქვეყანა იქნებოდა. ომი სანამ დაიწყებოდა, ზელენსკი გამოდიოდა და ამბობდა, ბოლო-ბოლო გვითხარით, გვიღებთ თუ არა ნატო-შიო.

უნდოდათ იმის მიფუჩეჩება, თითქოს ნატო-ში წევრობა ომზე დამოკიდებული არ იყო, თუმცა დღეს შეთანხმებულია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატო-ს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ რაც შეეხება ნატო-ს წევრობას.

ევროკავშირში წევრობაც, რომელიც დღის წესრიგში არ იდგა 2022 წლის ომამდე, უცებ წამოვიდა დღის წესრიგში, ყველას დაჰპირდნენ, რომ იქნებოდნენ ევროკავშირის წევრები. უკრაინას დაჰპირდნენ, რომ მოკლე ვადებში გახდებოდა ევროკავშირის წევრი. 2027 წლის პირველი იანვარიც კი დასახელდა ზოგიერთი პირის მხრიდან როგორც თარიღი. აგერ მოდის პირველი იანვარი და ვხედავთ, რომ არავინ აპირებს ევროკავშირში [უკრაინის] მიღებას. ვხედავთ, რომ აქვე აკეთებენ დათქმას, რომ თუ უკრაინას ევროკავშირში მიიღებენ, ექნება შეზღუდვები სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ეს არის მთავარი, რომ სოფლის მეურნეობის ბაზრები, სუბსიდიები სჭირდება უკრაინას და ზუსტად ამაში ექნება შეზღუდვები. ამ დღეებში გაიმართება ზუსტად დისკუსია, რომ იყოს კლასობრივი დაყოფა. ეს არის სამწუხაროდ ის ტენდენცია, რომ ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მეტი მეტი მონტენეგროზე და ალბანეთზე თუ შეთანხმდებიან, მაგრამ იმის იქით ლიდერები გაფართოებასთან დაკავშირებით არა მგონია გულწრფელები იყვნენ და ყოველ დღიურად ამაში ვრწმუნდებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს [განცხადება] ჩვენ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ არასდროს უნდა ვუღალატოთ ეროვნულ ინტერესებს, რაც მდგომარეობს მშვიდობიანი განვითარებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში. ახლა ხომ ჩანს, რომ როგორც კი სხვა მიზნებს გავაფეტიშებდით და დავაყენებდით ეროვნულ ამოცანებზე ზემოთ, რომელიც ჩვენს ხელში არ არის - ნატო-ს, ევროკავშირის წევრობა და ა.შ., რომელიც ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეატრიალონ როგორც უნდათ ისე, მოწყვლადს ვხდით ჩვენს ქვეყანას. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ვის ხელშიც არის ამ მიზნების შესრულება, გულგრილი ხდებიან ამ მიზნების მიმართ და საბოლოო ჯამში რჩება დანგრეული ქვეყანა როგორც უკრაინაა. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, გვახსოვს შეძახილები, რომ უკრაინა არათუ ნატო-ს წევრი, ნატო-ს წამყვანი სამხედრო კონტინგენტის მქონე ქვეყანა იქნებოდა. ომი სანამ დაიწყებოდა, ზელენსკი გამოდიოდა და ამბობდა, ბოლო-ბოლო გვითხარით, გვიღებთ თუ არა ნატო-შიო. უნდოდათ იმის მიფუჩეჩება, თითქოს ნატო-ში წევრობა ომზე დამოკიდებული არ იყო, თუმცა დღეს შეთანხმებულია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატო-ს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ რაც შეეხება ნატო-ს წევრობას. ევროკავშირში წევრობაც, რომელიც დღის წესრიგში არ იდგა 2022 წლის ომამდე, უცებ წამოვიდა დღის წესრიგში, ყველას დაჰპირდნენ, რომ იქნებოდნენ ევროკავშირის წევრები. უკრაინას დაჰპირდნენ, რომ მოკლე ვადებში გახდებოდა ევროკავშირის წევრი. 2027 წლის პირველი იანვარიც კი დასახელდა ზოგიერთი პირის მხრიდან როგორც თარიღი. აგერ მოდის პირველი იანვარი და ვხედავთ, რომ არავინ აპირებს ევროკავშირში [უკრაინის] მიღებას. ვხედავთ, რომ აქვე აკეთებენ დათქმას, რომ თუ უკრაინას ევროკავშირში მიიღებენ, ექნება შეზღუდვები სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ეს არის მთავარი, რომ სოფლის მეურნეობის ბაზრები, სუბსიდიები სჭირდება უკრაინას და ზუსტად ამაში ექნება შეზღუდვები. ამ დღეებში გაიმართება ზუსტად დისკუსია, რომ იყოს კლასობრივი დაყოფა. ეს არის სამწუხაროდ ის ტენდენცია, რომ ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მეტი მეტი მონტენეგროზე და ალბანეთზე თუ შეთანხმდებიან, მაგრამ იმის იქით ლიდერები გაფართოებასთან დაკავშირებით არა მგონია გულწრფელები იყვნენ და ყოველ დღიურად ამაში ვრწმუნდებით“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.