ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი: სრული კრახი განიცადა ფსევდორევულუციურმა პროპაგანდამ იმასთან დაკავშირებით, თითქოს 4 ოქტომბერი იყო რაღაც მშვიდობიანი, დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელსაც სასიკეთო შედეგები შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენი ქვეყნისთვის

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულების მიერ აღიარებითი ჩვენებების მიცემით სრული კრახი განიცადა ფსევდორევულუციურმა პროპაგანდამ. მისი თქმით, ექსტრემისტული დაჯგუფებები ცდილობენ პატიმრობაში მყოფ პირებს საპროცესო შეთანხმებაზე ფიქრი ჩაუკლან, რათა ისინი გარე აქტორებისთვის „წამებულთა ხატებად“ გამოიყენონ.

თორნიკე ჭეიშვილი: სრული კრახი განიცადა ფსევდორევულუციურმა პროპაგანდამ იმასთან დაკავშირებით, თითქოს 4 ოქტომბერი იყო რაღაც მშვიდობიანი, დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელსაც სასიკეთო შედეგები შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენი ქვეყნისთვის
თორნიკე ჭეიშვილი: სრული კრახი განიცადა ფსევდორევულუციურმა პროპაგანდამ იმასთან დაკავშირებით, თითქოს 4 ოქტომბერი იყო რაღაც მშვიდობიანი, დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელსაც სასიკეთო შედეგები შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენი ქვეყნისთვისიმედინიუსი

სრული კრახი განიცადა ფსევდორევულუციურმა პროპაგანდამ იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს იყო რაღაც მშვიდობიანი, დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელსაც სასიკეთო შედეგები შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულების მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემაზე საუბრისას.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, როდესაც ექსტრემისტულად განწყობილი და აგენტურული დაჯგუფებები ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, ცდილობენ პატიმრობაში მყოფ პირებს ჩაუკლან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ფიქრის სურვილი.

„ამით ისინი ცდილობენ დაიტოვონ რაღაც არგუმენტი ხელში და შექმნან ერთგვარი „წამებულთა ხატები“ ამ ადამიანების სახით ისევ და ისევ გარე აქტორებისთვის, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე სალაპარაკოდ გამოიყენონ ეს თემა“, - მიიჩნევს ჭეიშვილი.

მისივე თქმით, რადიკალები, აგენტები და ექსტრემისტები ახლა ცდილობენ პატიმრობაში დარჩენილი პირები საქართველოზე მორიგი თავდასხმისთვის გამოიყენონ და მაგალითად გუშინ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე საქართველოში პოლიტპატიმრების შესახებ გაშლილი ბანერი მოიყვანა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამით ისინი ცდილობენ დაიტოვონ რაღაც არგუმენტი ხელში და შექმნან ერთგვარი „წამებულთა ხატები“ ამ ადამიანების სახით ისევ და ისევ გარე აქტორებისთვის, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე სალაპარაკოდ გამოიყენონ ეს თემა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიერ ბრალის აღიარებაზე: „რადიკალები ახლა ძალიან იმედგაცრუებულები და ამავდროულად გაბრაზებულები არიან, რადგან თვალსა და ხელს შუა გამოეცალათ ყალბი ნარატივის აგების შესაძლებლობა, თითქოს პოლიტიკური ნიშნით ვინმე არის გასამართლებული“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები