თორნიკე ჭეიშვილი: ამ აღიარებებით დასტურდება, რომ 4 ოქტომბრის აქცია ერთმნიშვნელოვნად ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისკენ მიმართული აქტი იყო
თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა აღიარებით დასტურდება, რომ აქცია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ იყო მიმართული. ოთხმა ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად პროკურატურას მიმართა და მათ მიერ ციხის დატოვება ნოემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი.

4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს.
მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად სახელმწიფო ბრალდებას საკუთარი სურვილით მიმართეს. მათ საკითხს მოსამართლე დაახლოებით 2 კვირის ვადაში გადაწყვეტს. საპროცესოს გაფორმების შემთხვევაში პირობითი მსჯავრი 2 წლის ვადით შეეფარდებათ, რეალური სასჯელი კი 1 წლით და ერთი თვით და ეს ვადა, თითქმის გასულია.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნულმა აღიარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა გასული წლის 4 ოქტომბრის ძალადობრივი სცენარი და იმედოვნებენ, რომ აღიარება და მონანიება რეალურია.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, თორნიკე ჭეიშვილი, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის აქცია ერთმნიშვნელოვნად ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისკენ მიმართული აქტი იყო:
"ყველანაირი სასპეკულაციო სივრცე იქნა ამოქოლილი იმასთან მიმართებით, რომ თითქოსდა კონკრეტულ პირებთან მიმართებით პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებთან გვქონდა საქმე. რეალურად, აი ამ აღიარებებით, იმ სინანულით, რომელიც იქნა გამოხატული, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორთა მხრიდან, ამ შემთხვევაში უკვე რა საკვირველია დასტურდება ის, რომ 4 ოქტომბრის აქცია იყო ერთმნიშვნელოვნად ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისკენ მიმართული აქტი," - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.
ციტატები სტატიიდან
„ყველანაირი სასპეკულაციო სივრცე იქნა ამოქოლილი იმასთან მიმართებით, რომ თითქოსდა კონკრეტულ პირებთან მიმართებით პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებთან გვქონდა საქმე. რეალურად, აი ამ აღიარებებით, იმ სინანულით, რომელიც იქნა გამოხატული, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორთა მხრიდან, ამ შემთხვევაში უკვე რა საკვირველია დასტურდება ის, რომ 4 ოქტომბრის აქცია იყო ერთმნიშვნელოვნად ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისკენ მიმართული აქტი,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.