თითოეული უცხოელი ნახულობს იმ ტრადიციას, იმ საფუძველს, რამაც მისცა შესაძლებლობა ღვინოს, ვაზს და ვენახს, რომ 8000 წელი საქართველოსთან ერთად ემოგზაურა - დავით სონღულაშვილი
მაკა ბოჭორიშვილმა წინანდალში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა. დიპლომატები ქართული ღვინის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს გაეცნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, პოზიციონირებას.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე წარმოების ტენდენციებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვაზის უნიკალური ჯიშები, მონაწილეობა მიეღოთ რთველში და ყურძნის დაწურვის პროცესში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიებები უცხოელებს ქართული ღვინის 8000-წლიანი ტრადიციისა და კულტურის უშუალოდ გაცნობის შესაძლებლობას აძლევს, რაც საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირებას კიდევ უფრო ამყარებს:
"თითოეული ადამიანი, თითოეული უცხოელი ნახულობს იმ ტრადიციას, იმ საფუძველს, რამაც მისცა შესაძლებლობა ღვინოს, ვაზს და ვენახს, რომ 8000 წელი საქართველოსთან ერთად ემოგზაურა და ზუსტად ასეთი ტრადიციით და ასეთი საფუძვლით შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ ძლიერ ფუნდამენტს, რაზეც ეს ყველაფერი არის დაშენებული და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ის ტრადიციები შევუნარჩუნოთ, რამაც მოგვცა იმის საფუძველი და ძლიერი ფესვი, რომ ეს ტრადიციები აქამდე შეგვენარჩუნებინა,"- აცხადებს დავით სონღულაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატია"რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია" - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა
დიპლომატები რთველში - კახეთში ყურძნის კრეფა, ღვინის დაწურვა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება ელჩებისთვის ტრადიციად იქცა
დავით სონღულაშვილი რთველში დიპლომატების სტუმრობაზე: ზუსტად ასეთი ტრადიციითა და საფუძვლით შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ მთელს მსოფლიოს ვუთხრათ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა
ბოჭორიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა – სამინისტრო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…