დიპლომატები რთველში - კახეთში ყურძნის კრეფა, ღვინის დაწურვა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება ელჩებისთვის ტრადიციად იქცა
კახეთში, წინანდალში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის რთველი გაიმართა. ღონისძიებაზე ელჩებმა ყურძენი დაკრიფეს, ღვინო დაწურეს და ქართულ ტრადიციებს გაეცნენ. სტუმრებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უმასპინძლა.

კახეთში რთველი ელჩებისთვისაც ტრადიციად იქცა. ყოველი წლის ამ დროს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები ქართულ კულტურას წინანდალში ეცნობიან. კრეფენ ყურძენს, წურავენ ღვინოს, აცხობენ პურს და აგემოვნებენ ადგილობრივ კერძებს. სწავლობენ ღვინის დაყენების ტრადიციებს და თანამედროვე ტექნიკას.
საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ეს წინანდალში შეკრებილ სტუმრებს დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ქართული ღვინის 8 000 წლიანი ისტორიის შესახებ მოისმინეს. შეხვედრაზე მთავარი აქცენტი ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაკეთდა.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ელჩები, რომლებიც საქართველოში მსახურობენ, იცნობდნენ და პატივს სცემდნენ ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს. მისივე განმარტებით, არაფორმალური გარემო ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე სასაუბროდ კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კახეთში ყოველ წელს ჩადიან. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ორგანიზებით ტარდება. მიზანი - დიპლომატებისთვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიათითოეული უცხოელი ნახულობს იმ ტრადიციას, იმ საფუძველს, რამაც მისცა შესაძლებლობა ღვინოს, ვაზს და ვენახს, რომ 8000 წელი საქართველოსთან ერთად ემოგზაურა - დავით სონღულაშვილი
"რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია" - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა
დავით სონღულაშვილი რთველში დიპლომატების სტუმრობაზე: ზუსტად ასეთი ტრადიციითა და საფუძვლით შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ მთელს მსოფლიოს ვუთხრათ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა
ბოჭორიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა – სამინისტრო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…