პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა წინანდალში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დავით სონღულაშვილი, ლაშა ხუციშვილი და პლატონ კალმახელიძე.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა
პირველი არხი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა.

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე თანამედროვე წარმოების ტენდენციებს.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ვაზის უნიკალური ჯიშები, მონაწილეობა მიეღოთ რთველში და ყურძნის დაწურვის პროცესში. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიის მასტერკლასები.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოთითოეული უცხოელი ნახულობს იმ ტრადიციას, იმ საფუძველს, რამაც მისცა შესაძლებლობა ღვინოს, ვაზს და ვენახს, რომ 8000 წელი საქართველოსთან ერთად ემოგზაურა - დავით სონღულაშვილი
  2. რუსთავი 2სამთავრობო"რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია" - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა
  3. რუსთავი 2სამთავრობოდიპლომატები რთველში - კახეთში ყურძნის კრეფა, ღვინის დაწურვა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება ელჩებისთვის ტრადიციად იქცა
  4. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი რთველში დიპლომატების სტუმრობაზე: ზუსტად ასეთი ტრადიციითა და საფუძვლით შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ მთელს მსოფლიოს ვუთხრათ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა
  5. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა
  6. ტაბულაოპოზიციურიბოჭორიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა – სამინისტრო
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
იმედი მაქვს, საქართველო მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს, როგორც ღვინის, ისე ბევრი სხვა პროდუქტის წარმოებას - წმინდა საყდრის დესპანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები