"რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია" - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა წინანდალში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა.
დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე წარმოების ტენდენციებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვაზის უნიკალური ჯიშები, მონაწილეობა მიეღოთ რთველში და ყურძნის დაწურვის პროცესში.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ რთველი ქართელებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
"რთველი არის მნიშვნელოვანი ღონისძიება ნებისმიერი ქართველისთვის, ვისაც შეხება აქვს სოფლის მეურნეობასთან, ყურძენთან, ღვინოსთან და ეს არის ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილიც.
სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საქართველოში აკრედიტებული ელჩები დღეს რთველში, კახეთში, იქ, სადაც არის სრულად წარმოდგენილი ქართული ტრადიციები, ღვინოსთან დაკავშირებული ტრადიციები.
მნიშვნელოვანია, რომ ისინი ეზიარონ კულტურას, რაც უკავშირდება ქართველებისთვის ძალიან ძვირფას ღვინოს და ყურძენს.
მნიშვნელოვანია ასევე იმ კუთხით, რომ არაფორმალურ გარემოში, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ ვისაუბროთ ძალიან ბევრ საკითხზე მათ შორის ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობაზე,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიათითოეული უცხოელი ნახულობს იმ ტრადიციას, იმ საფუძველს, რამაც მისცა შესაძლებლობა ღვინოს, ვაზს და ვენახს, რომ 8000 წელი საქართველოსთან ერთად ემოგზაურა - დავით სონღულაშვილი
დიპლომატები რთველში - კახეთში ყურძნის კრეფა, ღვინის დაწურვა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება ელჩებისთვის ტრადიციად იქცა
დავით სონღულაშვილი რთველში დიპლომატების სტუმრობაზე: ზუსტად ასეთი ტრადიციითა და საფუძვლით შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ მთელს მსოფლიოს ვუთხრათ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა
ბოჭორიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა – სამინისტრო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…