პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ეს ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა, კიდევ ერთხელ მახსენებს, რამდენად რთული სამუშაოა და რამდენად შრომისმოყვარე და გამბედავი ხალხი ხართ“ - დიპლომატები კახეთში რთველში მონაწილეობაზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა კახეთში, წინანდალში გამართულ რთველში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უმასპინძლა.

„ეს ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა, კიდევ ერთხელ მახსენებს, რამდენად რთული სამუშაოა და რამდენად შრომისმოყვარე და გამბედავი ხალხი ხართ“ - დიპლომატები კახეთში რთველში მონაწილეობაზე
იმედინიუსი

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კახეთში, რთველში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ვმონაწილეობ რთველში, რომელსაც ყოველ წელს ვმართავთ. ეს ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა, რადგან მახსოვს, ბავშვობაში ჩემს ქვეყანაშიც ვმონაწილეობდი. ეს კიდევ ერთხელ მახსენებს, რამდენად რთული სამუშაოა და რამდენად შრომისმოყვარე და გამბედავი ხალხი ხართ“, - განაცხადა წმინდა საყდრის სამოციქულო დესპანმა ანტე იოზიჩმა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოში თურქეთის ელჩმა მუსტაფა თუექერ არიმ.

„საქართველო ძალიან ცნობილია ღვინის წარმოებითა და ექსპორტით. ეს ძალიან არაფორმალური შეხვედრაა და მნიშვნელოვანია, რომ ღვინის მწარმოებლებს გავესაუბროთ, გავიგოთ მათი გამოწვევები, როგორ აწარმოებენ ღვინოს, როგორ უვლიან ვენახს და რაც მთავარია, როგორ განსაზღვრავენ ყურძნის კრეფისთვის ზუსტად შესაფერის დროს", - განაცხადა თურქეთის ელჩმა.

საქართველოში იტალიის ელჩმა კი ორ ქვეყანას შორის გაავლო პარალელი.

„ჩვენ ქვეყნებს ბევრი რამ აერთიანებს, მსგავსი ბუნება, კულტურა და ტრადიციები. დღეს მართლა ძალიან კარგი დღეა, ამინდი შესანიშნავია და მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელჩებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც ვეცნობით, როგორ მიმდინარეობს საქართველოშირთველისსეზონი“, - განაცხადა მასიმილიანო დ ანტუონომ.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დღეს წინანდალში რთველში უმასპინძლა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. „ქრონიკა“ კახეთიდან
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
იმედი მაქვს, საქართველო მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს, როგორც ღვინის, ისე ბევრი სხვა პროდუქტის წარმოებას - წმინდა საყდრის დესპანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები