მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა წინანდალში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა. ღონისძიებაზე დიპლომატები ქართული ღვინის ტრადიციებს გაეცნენ და ყურძნის დაწურვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე თანამედროვე წარმოების ტენდენციებს.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვაზის უნიკალური ჯიშები, მონაწილეობა მიეღოთ რთველში და ყურძნის დაწურვის პროცესში. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიის მასტერკლასები.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში, პლატონ კალმახელიძე.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2თითოეული უცხოელი ნახულობს იმ ტრადიციას, იმ საფუძველს, რამაც მისცა შესაძლებლობა ღვინოს, ვაზს და ვენახს, რომ 8000 წელი საქართველოსთან ერთად ემოგზაურა - დავით სონღულაშვილი
- რუსთავი 2"რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია" - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა
- რუსთავი 2დიპლომატები რთველში - კახეთში ყურძნის კრეფა, ღვინის დაწურვა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება ელჩებისთვის ტრადიციად იქცა
- იმედინიუსიდავით სონღულაშვილი რთველში დიპლომატების სტუმრობაზე: ზუსტად ასეთი ტრადიციითა და საფუძვლით შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ მთელს მსოფლიოს ვუთხრათ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა
- პირველი არხიმაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა
- ტაბულაბოჭორიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა – სამინისტრო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…