ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

რუსთავის ციხეში მომხდარი ძალადობის ფიგურანტებს გამომძიებელი ჰკითხავს - ბათუმის ციხეში შესულია სამხარაულის ექსპერტიც

ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს რუსთავის ციხეში მომხდარი ძალადობის ფაქტზე. პროკურატურის გამომძიებელი და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი პატიმრების, მათ შორის ლაშა ჩაჩანიძის გამოსაკითხად და დაზიანებების აღსაწერად მივიდნენ, გამოძიება კი სისხლის სამართლის 333-ე მუხლით მიმდინარეობს.

რუსთავის ციხეში მომხდარი ძალადობის ფიგურანტებს გამომძიებელი ჰკითხავს - ბათუმის ციხეში შესულია სამხარაულის ექსპერტიც
რუსთავის ციხეში მომხდარი ძალადობის ფიგურანტებს გამომძიებელი ჰკითხავს - ბათუმის ციხეში შესულია სამხარაულის ექსპერტიცTV პირველი

ბათუმის ციხეში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - ცოტა ხნის წინ "პირველებმა" გადაიღო კადრები, როგორ შედის ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი ნომერ მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების დასაკითხად.

ახლა მსჯავრდებულებმა უნდა დაასახელონ ბადრაგები და დეტალურად მოყვნენ, რა მოხდა რუსთავის ციხეში ისეთი, რასაც კვირას ხელჩართულ ჩხუბი მოჰყვა.

გამომძიებელმა "პირველებს" უთხრა მხოლოდ ის, რომ რუსთავის ციხეში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელიც პატიმრებსა და ბადრაგებს შორის მოხდა, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.

საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელმა არ თქვა, რამდენი მსჯავრდებულის გამოკითხვა იგეგმება და რამდენ პატიმარზე მოხდა სავარაუდო ძალადობა. "პირველების" ინფორმაციით, ლაშა ჩაჩანიძის გარდა, უნდა გამოიკითხოს რუსთავის ციხიდან ეტაპირებული კიდევ ერთი პატიმარი.

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებული გვაქვს 333-ე მუხლით. შევალთ ახლა და გავესაუბრებით მსჯავრდებულს, მივიღებთ მისგან ინფორმაციას და შემდეგ უკვე დავიგეგმებით, რა და როგორ. ამ ეტაპზე სამწუხაროდ ვერ მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას. (რამდენ მსჯავრდებულზეა საუბარი) ... (კითხვა - ექსპერტთან ერთად ხართ მოსული - რატომ? ) სამწუხაროდ, მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით", - ეუბნება "პირველებს" გამომძიებელი.

გამომძიებლებთან ერთად ციხეში შევიდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიც - მან "პირველების" არცერთ კითხვას არ უპასუხა და არ თქვა, რა ტიპის ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს.

რაც არ თქვა კამერების წინ ექსპერტმა, ის "პირველებს" ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატმა გაუმხილა - ანა აკოფოვას თქმით, სწორედ სამხარაულის ექსპერტმა უნდა აღწეროს ის დაზიანებები, რაც მისი მტკიცებით, პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს ბადრაგების მიერ ცემის შემდეგ აღენიშნება.

ჯერ გამოიკითხება ლაშა ჩაჩანიძე, შემდეგ ჩაუტარდება ექსპერტიზა. ვნახოთ შედეგები. მეორე პატიმართან დაკავშირებით აპირებს თუ არა რაიმე საგამოძიებო მოქმედებას, ეს ინფორმაცია გამომძიებელს ჩემთვის არ მოუწოდებია. რომ აღენიშნება ჩაჩანიძეს დაზიანებები, სწორედ ამ დაზიანებებთან დაკავშირებით ჩატარდება ექსპერტიზა. ისინი დაფიქსირდება, რომ ნამდვილად არის ლაშა ჩაჩანიძის სხეულზე და ექსპერტი დადებს დასკვნას მის წარმომადვლობასთან დაკავშირებით", - აცხადებს ჩაჩანიძის ადვოკატი.

პატიმარი, რომელიც რუსთავის ციხიდან ბათუმის მესამე დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, ამტკიცებს, რომ 2 ოქტომბერს, რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში მას და კიდევ სამ პატიმარს ბადრაგებმა ხელკეტებით სცემეს.

ციხეთა სისტემა კი ირწმუნება, რომ ბადრაგები პატიმრებმა სცემეს, თუმცა კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე ერთ-ერთი მსჯავრდებული მშვიდად მიყვება დერეფანში ციხის თანამშრომლეს, საკნის კართან კონტროლიორი რაღაცას ეუბნება და ამის შემდეგ იწყება ხელჩართული ჩხუბი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არცერთ კითხვას არ უპასუხა და არ თქვა, რა ტიპის ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს. რაც არ თქვა კამერების წინ ექსპერტმა, ის“
ლაშა ჩაჩანიძე
„ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატმა გაუმხილა - ანა აკოფოვას თქმით, სწორედ სამხარაულის ექსპერტმა უნდა აღწეროს ის დაზიანებები, რაც მისი მტკიცებით, პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს ბადრაგების მიერ ცემის შემდეგ აღენიშნება. ჯერ გამოიკითხება ლაშა ჩაჩანიძე, შემდეგ ჩაუტარდება ექსპერტიზა. ვნახოთ შედეგები. მეორე პატიმართან დაკავშირებით აპირებს თუ არა რაიმე საგამოძიებო მოქმედებას, ეს ინფორმაცია გამომძიებელს ჩემთვის არ მოუწოდებია. რომ აღენიშნება ჩაჩანიძეს დაზიანებები, სწორედ ამ დაზიანებებთან დაკავშირებით ჩატარდება ექსპერტიზა. ისინი დაფიქსირდება, რომ ნამდვილად არის ლაშა ჩაჩანიძის სხეულზე და ექსპერტი დადებს დასკვნას მის წარმომადვლობასთან დაკავშირებით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.