ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„მოვინახულებთ აუცილებლად“ – სახალხო დამცველი სავარაუდოდ ხელკეტებით ნაცემი პატიმრების შესახებ

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო

ადვოკატ ანა აკოფოვას განცხადებით, პატიმარი ლაშა ჩაჩანიძე და კიდევ სამი მსჯავრდებული მე-6 დაწესებულებაში რეზინის ხელკეტებით სცემეს, რის შემდეგაც ისინი ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადაიყვანეს. პენიტენციურ სამსახურში ძალადობას გამორიცხავენ, ხოლო სახალხო დამცველის აპარატი პატიმრების მონახულებას გეგმავს.

„მოვინახულებთ აუცილებლად“ – სახალხო დამცველი სავარაუდოდ ხელკეტებით ნაცემი პატიმრების შესახებ
„მოვინახულებთ აუცილებლად“ – სახალხო დამცველი სავარაუდოდ ხელკეტებით ნაცემი პატიმრების შესახებბათუმელები

სახალხო დამცველის წარმომადგენელს ამ დრომდე არ მოუნახულებია პატიმარი, რომელიც ამბობს, რომ ის და კიდევ 3 მსჯავრდებული რეზინის ხელკეტებით სცემეს მე-6 დაწესებულებაში, როცა მათ შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადეს გიორგი დავითაძეს. ჯგუფურად პატიმრების სავარაუდოდ ცემის შემდეგ კი, ნაცემი მსჯავერდებულები ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადმოიყვანეს.

პატიმარი ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატი, ანა აკოფოვა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ციხეში მომდარი ფიზიკური ძალადობის შესახებ მას მსჯავრდებული დღეს, 5 ოქტომბერს მოუყვა ბათუმის ციხეში შეხვედრის დროს. ადვოკატის თქმით, პატიმრებს ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და ბადრაგებმა 2 ოქტომბერს სცემეს.

„ბათუმელები“ ამ შემთხვევის შესახებ 5 ოქტომბერს დილით წერდა. სავარაუდოდ ნაცემი პატიმრის, ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატისთვის, ანა აკოფოვასთვისაც არ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა გამოძიება. „ბათუმელებს“ ლაშა ჩაჩანიძესთან დაკავშირებულ შემთხვევაზე ამ დრომდე არ პასუხობენ პროკურატურის პრესცენტრში.

უცნობია იმ მსჯავრდებულების ვინაობა, რომლებიც სავარაუდოდ ლაშა ჩაჩანიძესთან ერთად სცემეს და შემდეგ ბათუმის ციხეში გადმოიყვანეს.

„აუცილებლად მოვინახულებთ, მოგაწვდით ინფორმაციას,“ – გვითხრეს სახალხო დამცველის პრესცენტრში ლაშა ჩაჩანიძის და სხვა პატიმრების შესახებ, რომლებსაც სავარაუდოდ მე-6 დაწესებულებაში სცემეს. დღის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმის მე-3 დაწესებულებაში არ შესულა.

„ლაშა ჩაჩანიძეს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება: მუხლებზე, ხელებზე, ზურგზე… ასევე, ამბობს, რომ აქვს გაუსაძლისი თავის ტკივილები, რადგან ფიზიკური ძალადობის დროს, თავზე ძლიერად აწვებოდნენ, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია. ლაშას თქმით, მას რეზინის ხელკეტებით სცემეს… ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებზეც კი ძალიან მკაფიოდ ეტყობა დაზიანებები,“ – ამბობს ადვოკატი ანა აკოფოვა. – „მსჯავრდებულმა მითხრა კიდევ სამი პატიმრის შესახებ, რომლებიც ასევე გადმოიყვანეს ბათუმში, მაგრამ არ მომცეს საშუალება დაწესებულებიდან გამომეტანა ფურცელი, სადაც ჩამოწერილი მქონდა მათი სახელები და გვარები…

ლაშა ამბობს, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა უშუალოდ დაწესებულების დირექტორი – შოთა ტრაპაიძე.

პატიმრებისთვის ციხის ადმინისტრაციას არ გაუცნია დასაბუთება, რატომ გადმოიყვანეს მეექვსიდან ბათუმში, მე-3 დაწესებულებაში,“ – გვითხრა ადვოკატმა ან აკოფოვამ.

რაც შეეხება პენიტენციურ სამსახურს, ამ უწყების პრესცენტრში პატიმრებზე ძალადობას გამორიცხავენ. „არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი“ – მოგვწერეს პროკურატურის პრესცენტრიდან. მსჯავრდებულების სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია კი, პენიტენციურ სამსახურში პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ მოგვაწოდეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დაანარცხეს იატაკზე, სასტიკად სცემდნენ, ამბობს, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობდა შოთა ტრაპაიძეც - ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები