ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა

აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა. უწყების ცნობით, მას დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის უკრაინაში ელჩისა და რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციის დესპანის პოზიციებზე. 2024 წლამდე ეს თანამდებობა ზურაბ პატარაძეს ეკავა.

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნაBM.GE

აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა.

უწყება წერს, რომ გიორგი ზაქარაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2021 წლიდან დღემდე იგი უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო. 2016-2019 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2016 წლებში იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.

სხვადასხვა დროს მას, ასევე, ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობები.

გიორგი ზაქარაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

2024 წლამდე თანამდებობა აჭარის მთავრობის მოქმედ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს ეკავა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები