პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკა სეფაშვილი: როდესაც ევროკომისია ობიექტურად აფასებს საქართველოს, პროგრესი აშკარა და ნათელია - საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს

ხალხის ძალასაქართველოს პარლამენტი

დეპუტატ ეკა სეფაშვილის განცხადებით, როდესაც ევროკომისია საქართველოს ობიექტურად აფასებს, პროგრესი აშკარაა და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს.

ეკა სეფაშვილი: როდესაც ევროკომისია ობიექტურად აფასებს საქართველოს, პროგრესი აშკარა და ნათელია - საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს
იმედინიუსი

საქართველოში ეკონომიკური სტაბილურობის აღიარების დასტურად მიიჩნევს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკის ზრდის ანგარიშს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეკონომიკური სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე.

ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინტეგრაციის პროცესისთვის დათქმული კრიტერიუმებიდან, საქართველო სხვა, მათ შორის დემოკრატიის განვითარების, მართლმსაჯულების გამჭვირვალობის მოთხოვნებსაც წარმატებით ასრულებს, რასაც არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიში ადასტურებს.

„როდესაც ევროკომისია ობიექტურად აფასებს საქართველოს, პროგრესი აშკარა და ნათელია - საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს. ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ევროპულ სივრცეში გაწევრიანებისა და ინტეგრაციის პროცესისთვის, იმიტომ, რომ ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური პროექტია.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური მდგენელიც. ამაში მოიაზრება დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მაჩვენებლები, რომელშიც საქართველო ეკონომიკური პროგრესის მსგავსად, მნიშვნელოვან წინსვლას აჩვენებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკა სეფაშვილი – საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება, ამას უზრუნველყოფს ხალხი და ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს წარმატებით იცავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები