აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა. საგარეო უწყების ცნობით, მას დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის იყო უკრაინაში საქართველოს ელჩი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა.
გიორგი ზაქარაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
"2021 წლიდან დღემდე იყო უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 2016-2019 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2016 წლებში იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
სხვადასხვა დროს, გიორგი ზაქარაშვილს, ასევე, ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობები.
გიორგი ზაქარაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიაზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
- BM.GEაზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
- ალიააზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
- რადიო თავისუფლებასაქართველოს ელჩად აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
- ნეტგაზეთისაქართველოს ელჩად აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…