ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. გიორგი ზაქარაშვილი მოვალეობის შესრულებას 1-ლი ოქტომბრიდან შეუდგება.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო დაPOSTV

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა.

“მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე აღინიშნა ელჩის საქმიანობის მნიშვნელობა აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

გიორგი ზაქარაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყებს.

მას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2021 წლიდან გიორგი ზაქარაშვილი იყო უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, 2016-2019 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2016 წლებში იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები