ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თორნიკე ჭეიშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონული დიალოგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონული დიალოგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის, ემისიების შემცირებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თორნიკე ჭეიშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონული დიალოგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
თორნიკე ჭეიშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონული დიალოგის მონაწილეებს სიტყვით მიმართარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნების საერთო გამოწვევაა. მისი გავლენა გარემოზე, ეკონომიკასა და ადამიანთა კეთილდღეობაზე მოითხოვს როგორც ეროვნულ დონეზე თანმიმდევრულ მოქმედებას, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, აღნიშნულ პროცესში პარლამენტს და შესაბამის დარგობრივ კომიტეტს ერთ-ერთი წამყვანი როლი აკისრია. მისივე განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან, რომლის ფარგლებშიც ბოლო წლებში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა როგორც კლიმატის პოლიტიკის, ისე სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის მხრივ.

„2026 წელს პარლამენტმა მიიღო სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) წესები, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში სათბურის აირების ემისიების შესახებ და უკეთ დაგეგმოს სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები.

საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC 3.0) განახლებული, მე-3 თაობის დოკუმენტის შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა მიზნად ისახავს სათბურის აირების ემისიების შემცირებას 2030 წლისთვის 47%-ით, ხოლო 2035 წლისთვის 50%-ით.

ამასთანავე, სახელმწიფოს გრძელვადიანი კლიმატური მიზანი - 2050 წლისთვის კლიმატ-ნეიტრალურობის მიღწევის ხელშეწყობაა. რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კლიმატის მწვანე ფონდის მხარდაჭერას. მტკიცედ გვწამს, რომ სახელისუფლებო ორგანოების, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ხსენებული მიმართულებებით ხელშესახები პროგრესის მიღწევა; ხოლო, ეს რეგიონული დიალოგი იქნება ეფექტიანი პლატფორმა გამოცდილების გაზიარების, საერთო პრიორიტეტების გამოკვეთისა და თანამშრომლობის ახალი გზების მოძიების საქმეში“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, კლიმატის სფეროში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და დაინტერესებული მხარეები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნების საერთო გამოწვევაა. მისი გავლენა გარემოზე, ეკონომიკასა და ადამიანთა კეთილდღეობაზე მოითხოვს როგორც ეროვნულ დონეზე თანმიმდევრულ მოქმედებას, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას“
თორნიკე ჭეიშვილი
„2026 წელს პარლამენტმა მიიღო სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) წესები, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში სათბურის აირების ემისიების შესახებ და უკეთ დაგეგმოს სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC 3.0) განახლებული, მე-3 თაობის დოკუმენტის შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა მიზნად ისახავს სათბურის აირების ემისიების შემცირებას 2030 წლისთვის 47%-ით, ხოლო 2035 წლისთვის 50%-ით. ამასთანავე, სახელმწიფოს გრძელვადიანი კლიმატური მიზანი - 2050 წლისთვის კლიმატ-ნეიტრალურობის მიღწევის ხელშეწყობაა. რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კლიმატის მწვანე ფონდის მხარდაჭერას. მტკიცედ გვწამს, რომ სახელისუფლებო ორგანოების, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ხსენებული მიმართულებებით ხელშესახები პროგრესის მიღწევა; ხოლო, ეს რეგიონული დიალოგი იქნება ეფექტიანი პლატფორმა გამოცდილების გაზიარების, საერთო პრიორიტეტების გამოკვეთისა და თანამშრომლობის ახალი გზების მოძიების საქმეში“
თორნიკე ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.