თბილისში, კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონული დიალოგი გაიმართება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს გააერთიანებს
თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონული დიალოგი იმართება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს აერთიანებს. მონაწილეები განიხილავენ კლიმატის ცვლილების გამოწვევებსა და ინვესტიციებს.

თბილისში, კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონული დიალოგი გაიმართება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს გააერთიანებს.
იმსჯელებენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საერთო გამოწვევებზე, კლიმატური ინვესტიციების შესაძლებლობებსა და თანამშრომლობაზე.
6 ოქტომბერს გაიმართება მინისტერიალის მრგვალი მაგიდა. გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
"მთიანი რელიეფისა და მრავალფეროვანი კლიმატური ზონების გამო, საქართველოს დიდ რისკებს უქმნის წყალდიდობები, მეწყრები, ღვარცოფები და სხვა ბუნებრივი საფრთხეები.
სწორედ ამიტომ, ადრეული გაფრთხილებისა და კატასტროფების რისკის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება, რაც მკაფიოდ არის ასახული ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში.
ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, მიმდინარე წლის მარტში საქართველოს მთავრობამ შექმნა სპეციალური საკოორდინაციო მექანიზმი - უწყებათაშორისი საბჭო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელსაც მთავრობა ამ საკითხს ანიჭებს და უზრუნველყოფს მაღალი დონის კოორდინაციასა და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ეფექტიან ჩართულობას.
შეიქმნა 150 ახალი მონიტორინგის სადგური, მეწყერსაშიშ 11 ლოკაციაზე დამონტაჟდა გეოლოგიური მონიტორინგის აღჭურვილობა, ხოლო საქართველოს 11 მდინარის აუზისთვის შეიქმნა რისკების შესახებ საინფორმაციო სისტემა", - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
ციტატები სტატიიდან
„მთიანი რელიეფისა და მრავალფეროვანი კლიმატური ზონების გამო, საქართველოს დიდ რისკებს უქმნის წყალდიდობები, მეწყრები, ღვარცოფები და სხვა ბუნებრივი საფრთხეები. სწორედ ამიტომ, ადრეული გაფრთხილებისა და კატასტროფების რისკის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება, რაც მკაფიოდ არის ასახული ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში. ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, მიმდინარე წლის მარტში საქართველოს მთავრობამ შექმნა სპეციალური საკოორდინაციო მექანიზმი - უწყებათაშორისი საბჭო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელსაც მთავრობა ამ საკითხს ანიჭებს და უზრუნველყოფს მაღალი დონის კოორდინაციასა და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ეფექტიან ჩართულობას. შეიქმნა 150 ახალი მონიტორინგის სადგური, მეწყერსაშიშ 11 ლოკაციაზე დამონტაჟდა გეოლოგიური მონიტორინგის აღჭურვილობა, ხოლო საქართველოს 11 მდინარის აუზისთვის შეიქმნა რისკების შესახებ საინფორმაციო სისტემა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.