ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმები მიუღებელია

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმები მიუღებელია. აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბულგარეთის და რუმინეთის სანაპიროებთან სავაჭრო გემებზე დრონებით იერიშები განხორციელდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი - შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმები მიუღებელია
ურსულა ფონ დერ ლაიენი - შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმები მიუღებელიაინტერპრესნიუსი

შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმები მიუღებელია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შავ ზღვაში დარტყმები კომერციულ გემებსა და მათ უდანაშაულო ეკიპაჟებზე ხორციელდება.

„დღეს შავ ზღვაში, ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ორ სავაჭრო გემზე დარტყმა განხორციელდა. ეს რუმინეთის სანაპიროსთან თურქული გემის, რომელსაც უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ჩაძირვიდან მომდევნო დღეს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტების გარემოებები ჯერ კიდევ ზუსტება, მოვლენების მსგავსი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია. აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენს წევრ სახელმწიფოებს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.

ცნობისთვის, დღეს ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემს დრონებით დაარტყეს. ერთი გემიდან ეკიპაჟის ევაკუაცია მოხერხდა, ხოლო მეორე გემის ეკიპაჟის წევრებს ამ დრომდე ეძებენ.

ასევე, გუშინ, დრონი რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს მოხვდა, რის შედეგადაც, 2 მეზღვაური დაიღუპა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს შავ ზღვაში, ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ორ სავაჭრო გემზე დარტყმა განხორციელდა. ეს რუმინეთის სანაპიროსთან თურქული გემის, რომელსაც უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ჩაძირვიდან მომდევნო დღეს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტების გარემოებები ჯერ კიდევ ზუსტება, მოვლენების მსგავსი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია. აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენს წევრ სახელმწიფოებს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.