პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მესამე სექტორი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის სანქციების ოფისის შექმნას ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება მოჰყვეს

არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ევროკავშირის სანქციების ახალი ოფისის შექმნამ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვისა და ხელისუფლების დასანქცირების პროცესი დააჩქაროს. ეკა გიგაურის თქმით, ევროპულ დონეზე მათი სანქცირების საკითხი უკვე განიხილება.

მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის სანქციების ახალი ოფისის შექმნამ შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირების პროცესი გაამარტივოს და რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლის სავარაუდო შემთხვევებზე კონტროლი გააძლიეროს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპულ დონეზე ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირების საკითხი უკვე განიხილება.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშნელოვანი გადაწყვეტილება, რადგანაც ერთის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა კოორდინირებულად დააწესონ საქნციები პირებზე ან კომპანიებზე. ზოგადად, როგორც ვიცით, ევროკავშირში პოლიტიკურ დონეზე მიმდინარეობს საუბარი იმაზე, თუ ვის დაუწესდეს სანქციები საქართველოში. მათ შორის აქ განიხილებიან არა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირები და ის პირები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში და ასევე კორუფციაში, არამედ სხვა პირთა მიმართაც, ეხმარებიან რეჟიმს. ეს განხილვები მიმდინარეობს მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ დაწესდება ეს სანქციები, მათი იმპლემენტაციის საკითხი ასევე დაევალება ამ ოფისს, მაგრამ აომ ოფისის გარეშეც ეს საუბრები მიმდინარეობს. ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რა თქმა უნდა, განიხილება და რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, - ამბობს TI-ის ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.

ყურადღება მახვილდება ყულევის პორტთან დაკავშირებულ ეჭვებსა და კრიპტოგადარიცხვების გამჭვირვალობაზეც. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირქტორის, ნინო ევგენიძის შეფასებით, ახალი სტრუქტურა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის სანქციების აღსრულების კოორდინაციას გააძლიერებს.

მე ვფიქრობ, რომ ამ განყოფილების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ეს საქართველოს და აქ მიმდინარე სანქციებიდან თავის არიდების შემთხვევებსაც აუცილებლად მოხვდება ამ სიაში, იმიტომ, რომ მარტო ყულევის პორტი არ გახლავთ აქ, მოგეხსენებათ, რომ ზოგადად, აი, ამ კრიპტოგადარიცხვების გამჭვირვალობა და კანონიერება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მოგეხსენებათ, ყულევთან დაკავშირებით კვლავ არსებობს ეჭვები იმის თაობაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაჰპირდნენ ევროკავშირს, რომ აღარ გააგრძელებდნენ რუსული ნავთობის ექსპორტს, ეს პროცესი, მათი აზრით, კვლავაც მიმდინარეობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო დონეზე ერთიანი ფრონტით შეტევა ამ ავტორიტარული ხელისუფლებების მხრიდან, რომლებიც ეხმარტებიან რუსეთს სანქციებიდან თავის არიდების საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის მხრიდან, - ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირქტორი ნინო ევგენიძე.

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისის (EUSO) შექმნის შესახებ განაცხადა. ახალი სტრუქტურა გააერთიანებს სანქციების პოლიტიკას, მათ აღსრულებასა და გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართულ მუშაობას, რაც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ სახელმძღვანელო მითითებებს, ასევე მონაცემთა გაძლიერებულ გაზიარებასა და ანალიზს. მიზანი მთელ ევროკავშირში სანქციების უფრო თანმიმდევრული და ეფექტიანი განხორციელებაა.

მოქმედი კანონმდებლობით, სანქციების უშუალო აღსრულება კვლავ წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობად რჩება. განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, მიენიჭება თუ არა ახალ ოფისს პირდაპირი აღსრულების ახალი უფლებამოსილებები.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისის (EUSO) შექმნის შესახებ განაცხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები