პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან ახლოს მცურავ ნავში 12 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს

საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კუნძულ კრეტასთან ახლოს მცურავ ნავში 12 მიგრანტის ცხედარი იპოვეს, კიდევ 18 ადამიანი კი გადაარჩინეს.

საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან ახლოს მცურავ ნავში 12 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს
რუსთავი 2

საბერძნეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, კუნძულ კრეტასთან ახლოს მცურავ ნავზე 12 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც Reuters-ი წერს, ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა მიგრანტების გარდაცვალების მიზეზი.

სანაპირო დაცვის წარმომადგენლის განცხადებით, მაშველებმა ნავიდან კიდევ 18 ადამიანი გადაარჩინეს. ნავი კალოი ლიმენესის პორტიდან დაახლოებით 15 საზღვაო მილის დაშორებით იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, კრეტასთან მომხდარი კიდევ ორი ინციდენტის დროს, ათეულობით ადამიანი გადაარჩინეს. ყველა მათგანი ნაპირზე გადაიყვანეს.

ცნობისთვის, საბერძნეთი წლების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და აზიიდან ევროპაში მიმავალი მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტი იყო. 2015-2016 წლებში, ქვეყანა ევროპის მიგრაციული კრიზისის ეპიცენტრში აღმოჩნდა - საბერძნეთის კუნძულებზე, ძირითადად თურქეთიდან, თითქმის მილიონი ადამიანი ჩავიდა.

მას შემდეგ მიგრანტების საერთო რაოდენობა შემცირდა, რადგან ათენმა საზღვაო და სახმელეთო საზღვრების პატრულირება გააძლიერა. თუმცა, ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიბიიდან კრეტისკენ მიმავალი მიგრანტების ნაკადი, რომლებიც ამ გზით ევროპაში მოხვედრას ცდილობენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საბერძნეთის კუნძულებთან მიგრანტების ორი ნავი გადაბრუნდა, დაიღუპა 12 ადამიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები