ურსულა ფონ დერ ლაიენი - აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებში ევროკავშირიც მიიღებს მონაწილეობას
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში მხარდაჭერა გამოუცხადა მოწოდებას სურსათისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

დღეს ვიწყებ ვიზიტს შავი ზღვის რეგიონში, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები მძაფრდება, თავდასხმების რიცხვი იზრდება და უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
“რუმინეთსა და ბულგარეთში შევხვდები ლიდერებს, რათა განვიხილოთ ადგილზე არსებული ვითარება და ის, თუ როგორ შეუძლია ევროპას, გააძლიეროს საკუთარი რეაგირება”, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ვიზიტის წინ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
“შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლება უნდა აღდგეს და შენარჩუნდეს.
კიდევ ერთხელ დავადასტურე მხარდაჭერა მისი მოწოდებისადმი, რომელიც სურსათისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს. ასევე განვიხილეთ მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევა და ამ კვირაში აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებები, რომელშიც ევროკავშირი ჩვენს პარტნიორებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. მოუთმენლად ველი ამ კვირის ბოლოს დუბლინში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას და სხვა ლიდერებთან ერთად მშვიდობისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების განხილვას”, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ციტატები სტატიიდან
„რუმინეთსა და ბულგარეთში შევხვდები ლიდერებს, რათა განვიხილოთ ადგილზე არსებული ვითარება და ის, თუ როგორ შეუძლია ევროპას, გააძლიეროს საკუთარი რეაგირება“
„შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლება უნდა აღდგეს და შენარჩუნდეს. კიდევ ერთხელ დავადასტურე მხარდაჭერა მისი მოწოდებისადმი, რომელიც სურსათისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს. ასევე განვიხილეთ მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევა და ამ კვირაში აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებები, რომელშიც ევროკავშირი ჩვენს პარტნიორებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. მოუთმენლად ველი ამ კვირის ბოლოს დუბლინში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას და სხვა ლიდერებთან ერთად მშვიდობისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების განხილვას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…