პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეუთოში კვლევის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც თბილისში, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე შესაძლო ქიმიურ მოწამვლასა და მის შედეგებს ეხება

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და უცხოელმა ექსპერტებმა ეუთოში გამართეს კვლევის პრეზენტაცია, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე სავარაუდო ქიმიურ მოწამვლასა და მის გახანგრძლივებულ შედეგებს ეხება.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეუთოში კვლევის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც თბილისში, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე შესაძლო ქიმიურ მოწამვლასა და მის შედეგებს ეხება
ინტერპრესნიუსი

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ეუთოში კვლევის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც თბილისში, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე სავარაუდო ქიმიურ მოწამვლასა და მის შედეგებს ეხება.

ეუთოში კვლევის წარმდგენებს შორის არიან ექიმი გიორგი კამკამიძე, ორგანიზაცია “საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ონიანი.

კვლევა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა, რომელთა ინფორმაციით, კვლევა ადასტურებს, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენებამ არა მხოლოდ მყისიერად, არამედ გახანგრძლივებულად დაუტოვა პროტესტის მონაწილეებს ჯანმრთელობის პრობლემები.

კვლევამ საპროტესტო აქციის 524 მონაწილე მოიცვა, რომელთაც აღწერეს, რა სიმპტომები ჰქონდათ და რამდენ ხანს გაგრძელდა თითოეული. ბევრისთვის ისინი არ გამქრალა.

წარდგენილი კვლევის მიგნებები ასეთია: -

გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ სმენის პრობლემები (დაქვეითება ან შუილი) წელიწადზე მეტის შემდეგაც აღენიშნებოდა;

23% - თავის ტკივილი წელიწადზე მეტის შემდეგაც;

10% - მხედველობის პრობლემები (თვალის ყველა სიმპტომი) წელიწადზე მეტის შემდეგაც;

12% - სუნთქვის პრობლემები (სუნთქვა, ხველა, ფილტვის დაავადება) წელიწადზე მეტის შემდეგაც;

41% — მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები წელიწადზე მეტის შემდეგაც;

37% — ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (შფოთვა, განწყობა, გაღიზიანებადობა, უძილობა) წელიწადზე მეტის შემდეგაც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიაქციების დაშლისას გამოყენებულმა ნივთიერებებმა ხანგრძლივი ზიანი გამოიყენა — კვლევა
  2. TV პირველიოპოზიციურიქიმიური მოწამვლის საქმე ეუთოს სხდომაზე - ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა კვლევა წარადგინეს
  3. ფორმულაოპოზიციურიმშვიდობიანი დემონსტრანტების ქიმიური მოწამვლის შედეგებზე ეუთოში კვლევა წარადგინეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – გარკვეული ტრენდია, რომ აბსურდზე სერიოზული სახით უნდა გამსჯელონ, თაღლითობა კამიტის სახით დიდი ხანია, გამსკდარია და ნებისმიერი მცდელობა, ეს თემა კვლავ შემოაბრუნონ, განწირულია კრახისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები