მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე, ორი ქვეყნის როლზე რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ზაქარაშვილს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე, ორი ქვეყნის როლზე რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ზაქარაშვილს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…