ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

არსებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პარტია „ახალი“ ორ ნაწილად, მელიას და გვარამიას მომხრეებად გაიყოფა

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციურ პარტია „ახალში“ შიდადაპირისპირებაა და ის შესაძლოა ორ ნაწილად გაიყოფა. ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მომხრეებს შორის დავის საგანი ბრენდი, ლოგო და ნომერია, თუმცა ნიკა გვარამიამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

არსებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პარტია „ახალი“ ორ ნაწილად, მელიას და გვარამიას მომხრეებად გაიყოფა
არსებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პარტია „ახალი“ ორ ნაწილად, მელიას და გვარამიას მომხრეებად გაიყოფაიმედინიუსი

დაპირისპირების ახალი კერა ოპოზიციაში. ამჯერად, ნიკა გვარამია და ნიკა მელია პარტიას ვერ იყოფენ. არსებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პარტია „ახალი“ ორ ნაწილად, მელიას და გვარამიას მომხრეებად გაიყოფა. მანამდე კი დავობენ, ვის დარჩება ბრენდი, ლოგო და ნომერი. დაპირისპირების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ციხეში მყოფი მელია, გაღიზიანებულია ნიკა გვარამიაზე და მას პარტიის მიზანმიმართულ ჩამოშლაში ადანაშაულებს.

არსებული ინფორმაცია „ქრონიკასთან“ თავად ნიკა გვარამიამ უარყო.

„თქვენ იცით, რომ ორი გუნდი ვართ ჩვენ, რომელიც გაერთიანდა. ამ ვითარებაში არაფერი განსაკუთრებული არ შეცვლილა. თუ რამე მოხდება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება საჯარო იმიტომ, რომ არავინ არაფრის დამალვას არ ვაპირებთ. ჩვენ ვართ ორი გუნდი, რომელიც გაერთიანდა. ისე, კოალიციაში რეალურად ოთხნი ვართ ხომ?! არანაირი დრამატული ვითარება ამ მიმართულებით არ შექმნილა“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თქვენ იცით, რომ ორი გუნდი ვართ ჩვენ, რომელიც გაერთიანდა. ამ ვითარებაში არაფერი განსაკუთრებული არ შეცვლილა. თუ რამე მოხდება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება საჯარო იმიტომ, რომ არავინ არაფრის დამალვას არ ვაპირებთ. ჩვენ ვართ ორი გუნდი, რომელიც გაერთიანდა. ისე, კოალიციაში რეალურად ოთხნი ვართ ხომ?! არანაირი დრამატული ვითარება ამ მიმართულებით არ შექმნილა“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.