გავრცელებული ინფორმაციით, მელიასა და გვარამიას დაპირისპირების გამო, "ახალი" იშლება - რა კომენტარს აკეთებენ პარტიის წევრები
გავრცელებული ინფორმაციით, პარტია "ახალი" ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შესაძლო დაპირისპირების გამო იშლება. პარტიის წევრებმა, ბესიკ დონაძემ და გიორგი ბუტიკაშვილმა, ეს ინფორმაცია უარყვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარტია "ახალი" იშლება. მიზეზად ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შორის არსებული დაპირისპირება სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მელიას პრეტენზიები აქვს გვარამიასთან და მას პარტიის მიზანმიმართულ დაშლაში ადანაშაულებს.
ვის დარჩება პარტიის ბრენდი, ლოგო და ნომერი - რა კომენტარს აკეთებენ "ახალის" სხვა წევრები - კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, ბესიკ დონაძე "კურიერთან" საუბარი არ ისურვა და აღნიშნულ ინფორმაცია არ დაადასტურა. "ტყუილია... არაა," - აღნიშნა ბესიკ დონაძემ.
ინფორმაცია "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას, არც "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა დაადასტურა. "არ არის საპასუხო არაფერი," - აღნიშნა გიორგი ბუტიკაშვილმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე
ციტატები სტატიიდან
„ტყუილია... არაა,“
„არ არის საპასუხო არაფერი,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.