პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ციხე რომ შიგნიდან გატყდა, ეს მიშამ უკეთ იცის და მოყვეს მაშინ, ვინ რა გააკეთა" - ნიკა გვარამია

ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, მოჰყვეს, თუ რა მოხდა რეალურად პარტიაში და ვინ რა გააკეთა.

"ციხე რომ შიგნიდან გატყდა, ეს მიშამ უკეთ იცის და მოყვეს მაშინ, ვინ რა გააკეთა" - ნიკა გვარამია
რუსთავი 2

გარიგებულები, მოღალატეები და გაყიდულები, - ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის კვლავ ურთიერთბრალდებები ისმის. სააკაშვილის პარტიაში ოპოზიციური ველის გასუფთავებაზე საუბრობენ, მათგან წასულებს ღალატში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ემიჯნებიან ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილს უპირისპირდება.

კონტრბრალდებებით პასუხობენ ყოფილ თანაგუნდელებს ადრესატები. ნიკა გვარამიამ დღეს სააკაშვილს მოუწოდა, თქვას მეტი, რა მოხდა რეალურად "ნაციონალურ მოძრაობაში".

"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ციხე რომ შიგნიდან გატყდა, ეს მიხეილ სააკაშვილმა უკეთ იცის.

"მიმოიხილონ თავისი პარტიის წარმომადგენლების პოსტები და შეურაცხყოფებიც. დიდი ხანია, ერთმანეთს არ თაგავენ იაგო ხვიჩიები და ეგენი? არ მიმაჩნია ანა წითლიძე ფიგურად, რომელსაც მე უნდა ვესაუბრო. არც იაგო ხვიჩია თან, წაიკითხეთ, რას ლაპარაკობს ეს ხალხი ჩემზე, რა ტონალობაში და რა სიტყვებით. როგორ შეიძლება მათ სერიოზულად ველაპარაკო? რა ჰქონდა მიშას, რომ მე გამეძარცვა? ის, რომ მე მომცემს ხმები? ადამიანებს პოლიტიკური გემოვნება ეცვლებათ ხოლმე.

ციხე რომ შიგნიდან გატყდა, ეს მიშამ იცის უკეთესად და მოყვეს მაშინ, ვინ რა გააკეთა. მე წარმოდგენა მაქვს იმაზე, რა მოხდა", - აცხადებს ნიკა გვარამია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოდაპირისპირება და ურთიერთბრალდებები - რა ვითარებაა ოპოზიციურ ფლანგზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სააკაშვილის ახალი ბრალდებები და დაპირისპირება "ნაცმოძრაობაში" - ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს მილიონებსა და ღალატში ადანაშაულებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები