ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები - რა ვითარებაა ოპოზიციურ ფლანგზე

ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება გრძელდება. ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილისგან პოლიტიკური ძარცვის შესახებ განმარტებები მოითხოვა და აღსარების დროებაზე ისაუბრა, რასაც სააკაშვილის ბანაკიდან მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა. სააკაშვილის მხარდამჭერები გვარამიას მოღალატედ მოიხსენიებენ და წარსულ კონსპირაციულ გარიგებებზე მიუთითებენ. პარალელურად, სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ შიდა დაპირისპირება და არარსებული გავლენებისთვის ბრძოლა ოპოზიციურ ფრაგმენტებს საბოლოო განადგურებამდე მიიყვანს.

დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები - რა ვითარებაა ოპოზიციურ ფლანგზე
დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები - რა ვითარებაა ოპოზიციურ ფლანგზერუსთავი 2

მოღალატეების მხილება, ამჯერად "ნაციონალების" მიერ ღალატში უკვე საჯაროდ დადანაშაულებულმა გვარამიამ მოითხოვა. თავად სააკაშვილის პოლიტიკურ ძარცვაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და თქვა, რომ ახლა უკვე მსჯავრდებულის აღსარების დროა. ვინ გატეხა "ნაციონალების" ციხე შიგნიდან?

ვიდრე რუსთავის ციხის პატიმარი კონკრეტულ გვარებს დაასახელებს, მისი პარტიის ყოფილი იდეოლოგი ურჩევს, საკუთარი გუნდი გააკონტროლოს და შეეგუოს ძველი "ნაციონალების" შეცვლილ პოლიტიკურ გემოვნებას.

სიტყვებიც უცვლელია და ტონალობაც - სააკაშვილის ბანაკში დარჩენილებისთვის გვარამია იყო და რჩება პრინციპების მოღალატედ. ყოფილ თანაგუნდელად, რომელმაც საკუთარი პარტიის დაზიანებას ხელი წლების წინ, მილიონების სანაცვლოდ მოაწერა, ნიკა გილაურთან კონსპირაციული გარიგების შესაბამისად.

გამიჯნული ყოფილი პროკურორი დღესაც არ მოერიდა ეთქვა, რომ იაგო ხვიჩიას პარტია "ნაციონალებთან" გარიგებულია. ეს კი გვარამიას ბრალდების ბოლო ადრესატისთვის ლიდერის ძარცვაში მხილებულის ბოლო პოლიტიკურ კრუნჩხვას დაემსგავსა.

სწორედ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევენ ოპოზიციის მთავარ პრობლემად სახელისუფლებო გუნდში. რუსთავის ციხის პატიმარს, რომელიც ყოფილი "ნაციონალების" მსგავსად ახლაც ე.წ. შავი ფულისთვის და აბსტრაქტული გავლენებისთვის იბრძვის. ბრძოლა კი უმრავლესობის აზრით, დაშლილ და უკვე არარსებულ ოპოზიციურ ფრაგმენტებს საბოლოო განადგურებამდე მალე მიიყვანს.

გაყიდულ "ნაციონალებზე" თავად მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებაში. რუსთავის ციხის პატიმარმა თქვა, რომ ციხე წლების წინ შიგნიდან, თავად გუნდის წევრებმა გატეხეს. ვინ? ჯერ არ ამბობს, თუმცა ყველა გზა ისევ კონსპირაციულ გარიგებამდე მიჰყავს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.