თურქეთის მოქალაქის სახლი მოტყუებით გადაიფორმა - ქუთაისში თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს
ქუთაისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა თურქეთის მოქალაქე მოტყუებით დაარწმუნა და სახლი საკუთარი მამის სახელზე გადააფორმებინა.

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს ბიზნესმენი 260 000 აშშ დოლარად ყიდულობდა მის კუთვნილ სახლს. მან მოტყუებით დაადებინა ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც სახლი მამის სახელზე გადააფორმებინა და უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა.
"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.