ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში დიდი ოდენობით თანხისა და სხვისი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა თურქეთის მოქალაქე მოტყუებით დაარწმუნა და სახლი თავისი მამის სახელზე გადააფორმებინა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა
ქუთაისში დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლაალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს ბიზნესმენი 260 000 აშშ დოლარად ყიდულობდა მის კუთვნილ სახლს. მან მოტყუებით დაადებინა ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც სახლი მამის სახელზე გადააფორმებინა და უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. ფორმულაოპოზიციურითურქეთის მოქალაქის სახლი მოტყუებით გადაიფორმა - ქუთაისში თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს
  2. ტაბულაოპოზიციური"თურქეთის მოქალაქის სახლი მოტყუებით გადაიფორმა" – ქუთაისში თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს
  3. იმედინიუსისამთავრობოიმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები