ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"თურქეთის მოქალაქის სახლი მოტყუებით გადაიფორმა" – ქუთაისში თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რომელმაც თურქეთის მოქალაქეს მოტყუებით გადააფორმებინა სახლი.

"თურქეთის მოქალაქის სახლი მოტყუებით გადაიფორმა" – ქუთაისში თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს
"თურქეთის მოქალაქის სახლი მოტყუებით გადაიფორმა" – ქუთაისში თაღლითობისთვის 1 პირი დააკავესტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს ბიზნესმენი 260 000 აშშ დოლარად ყიდულობდა მის კუთვნილ სახლს. მან მოტყუებით დაადებინა ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც სახლი მამის სახელზე გადააფორმებინა და უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს". - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.