სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა - უწყების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მის ხსოვნას პატივი მიაგეს
სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ გიორგი ბახუაშვილმა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა თამაზ შუბითიძემ, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
სასაფლაოზე გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
ივანე გოლაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო, რომელიც თბილისში, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სპეცრაზმელი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით „მამაცობისთვის“.
ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…