ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქუთაისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე მოტყუებით დაარწმუნა და უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა.

იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავაიმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს ბიზნესმენი 260 000 აშშ დოლარად ყიდულობდა მის კუთვნილ სახლს. მან მოტყუებით დაადებინა ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც სახლი მამის სახელზე გადააფორმებინა და უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.