გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, შიო მესამე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სინოდის წევრებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.
ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.
წმინდა გიორგი ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წმინდანია, რომელიც სიმამაცის, რწმენისა და ქრისტიანული თავდადების სიმბოლოდ მიიჩნევა.
საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ – 6 მაისს დიდმოწამე გიორგის აღსრულების, ხოლო 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…