აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების, სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის, ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მოსამართლეებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ხოლო გოგა კიკილაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა. ახლად განწესებულ მოსამართლეებს იურიდიულ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებული მოსამართლეების - გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
- პირველი არხისაქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად განწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
- ინტერპრესნიუსისაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
- რადიო თავისუფლებამეთოფიშვილმა და კიკილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობა დაიწყეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…