ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების, სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართაინტერპრესნიუსი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.

„ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ბათუმის მერი.

სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ 22 სექტემბერს. ასევე, 22 სექტემბერს დაინიშნა გოგა კიკალიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.

საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავის, მე-60 მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად: საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი,3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ქართულმა ოცნებამ" დაასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში ჩაგდების პროცესი - უფლებადამცველიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები