ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

დეესკალაციის ოთახში გადაყვანა არა სადამსჯელო, არამედ უსაფრთხოების ღონისძიებაა - პაატა სალია

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ პატიმრების დეესკალაციის ოთახში გადაყვანა უსაფრთხოების ღონისძიებაა და არა სასჯელი. მისი თქმით, ეს თანამშრომლებზე თავდასხმის რისკების განმუხტვას ემსახურება. საკითხი უკავშირდება პატიმარ გიორგი დავითაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

დეესკალაციის ოთახში გადაყვანა არა სადამსჯელო, არამედ უსაფრთხოების ღონისძიებაა - პაატა სალია
დეესკალაციის ოთახში გადაყვანა არა სადამსჯელო, არამედ უსაფრთხოების ღონისძიებაა - პაატა სალიატაბულა

ივანიშვილის იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სანქცირებული იმედია ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ პატიმრის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა არ სადამსჯელო, არამედ უსაფრთხოების ღონისძიებაა.

მისი აზრით, ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი დამსახურება არის ის, რომ არ ზღუდავენ არავის გამოხატვის თავისუფლებას პენიტენციურ დაწესებულებაში.

"არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გატარებულა და ზოგადად, პენიტენციური სამსახური არ ატარებს მსგავსი სახის ღონისძიებებს. ორივე შემთხვევაში მოხდა თავდასხმა დაწესებულების თანამშრომლებზე და პატიმრების დეესკალაციის ოთახში გადაყვანა მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების რისკების განმუხტვას ემსახურებოდა.

მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანა არ არის რაიმე სადამსჯელო ღონისძიება. ეს არის უსაფრთხოების ღონისძიება, რათა არ მოხდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება. შესაბამისად, სწორედ ამ რისკების განმუხტვისა და გადაზღვევის მიზნით ხდება პატიმრის დეესკალაციის ოთახში განთავსება.

ორივე შემთხვევაში ჩადენილი იყო სავარაუდო სამართალდარღვევა. კადრებში ჩანს, როგორ ხდება თავდასხმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე. არ ვიცი რა იყო ამ თავდასხმის საფუძველი, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს და კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში ამ პირებს შეეფარდებათ შესაბამისი სასჯელი, რადგან მსგავსი ქცევა სისხლის სამართლის დანაშაულია.

დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დამსახურება არის ის, რომ ჩვენ არ ვზღუდავთ არავის გამოხატვის თავისუფლებას პენიტენციურ დაწესებულებაში. პროტესტის უფლება აქვს ყველას - მაგრამ ის არ უნდა გადაიზარდოს კანონდარღვევაში." - განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედამ და ომბუდსმენის რწუმენებულმა განაცხადეს, რომ დავითაძე უარს ამბობს "ვივამედში" გადასვლაზე იქამდე, სანამ მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებენ. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეომასალა განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და პატიმრები დეესკალაციის საკნებში გადაიყვანეს არა დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისთვის, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ უკავშირდება დავითაძეს - პენიტენციური

სახალხო დამცველი: დავითაძე თავს კარგად გრძნობს, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს კლინიკაზე

შეგახსენებთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიხედვით, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ, რომელიც ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, "გაურკვეველი მცირე საგანი" გადაყლაპა.

დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.

პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა.

პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს

პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ - იოსელიანი

შეგახსენებთ, დავითაძეების ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ბადრაგებს მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გატარებულა და ზოგადად, პენიტენციური სამსახური არ ატარებს მსგავსი სახის ღონისძიებებს. ორივე შემთხვევაში მოხდა თავდასხმა დაწესებულების თანამშრომლებზე და პატიმრების დეესკალაციის ოთახში გადაყვანა მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების რისკების განმუხტვას ემსახურებოდა. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანა არ არის რაიმე სადამსჯელო ღონისძიება. ეს არის უსაფრთხოების ღონისძიება, რათა არ მოხდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება. შესაბამისად, სწორედ ამ რისკების განმუხტვისა და გადაზღვევის მიზნით ხდება პატიმრის დეესკალაციის ოთახში განთავსება. ორივე შემთხვევაში ჩადენილი იყო სავარაუდო სამართალდარღვევა. კადრებში ჩანს, როგორ ხდება თავდასხმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე. არ ვიცი რა იყო ამ თავდასხმის საფუძველი, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს და კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში ამ პირებს შეეფარდებათ შესაბამისი სასჯელი, რადგან მსგავსი ქცევა სისხლის სამართლის დანაშაულია. დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დამსახურება არის ის, რომ ჩვენ არ ვზღუდავთ არავის გამოხატვის თავისუფლებას პენიტენციურ დაწესებულებაში. პროტესტის უფლება აქვს ყველას - მაგრამ ის არ უნდა გადაიზარდოს კანონდარღვევაში.“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.