მარკო რუბიო - აშშ რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ცნობებს ყურადღებით აკვირდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ გავრცელებულ ცნობებს. თავად რუსეთის „როსპოტრებნადზორი“ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ლაბორანტი დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით გარდაიცვალა.

აშშ რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ცნობებს ყურადღებით აკვირდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებს ისლანდიაში გამგზავრებამდე განუცხადა.
„აშშ-სა და რუსეთს შორის მიმოსვლა, რა თქმა უნდა, ძალიან შეზღუდულია, თუმცა, როგორც სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი რამ გარეთ გამოჟონავს, შეიძლება სწრაფად გავრცელდეს. ამიტომ, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით და თვალყურს ვადევნებთ. ვფიქრობ, ეს განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს, თუმცა ყურადღება და თვალყურის მიდევნებაა საჭირო. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ“, - განაცხადა რუბიომ.
ცნობისთვის, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (“როსპოტრებნადზორი”) გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა. ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.
ციტატები სტატიიდან
„აშშ-სა და რუსეთს შორის მიმოსვლა, რა თქმა უნდა, ძალიან შეზღუდულია, თუმცა, როგორც სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი რამ გარეთ გამოჟონავს, შეიძლება სწრაფად გავრცელდეს. ამიტომ, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით და თვალყურს ვადევნებთ. ვფიქრობ, ეს განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს, თუმცა ყურადღება და თვალყურის მიდევნებაა საჭირო. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.