ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

4 ოქტომბრის საქმე - ცნობილია კიდევ ვინ მოითხოვს საპროცესო შეთანხმებას

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავასთან, ლაშა ბერიძესთან და გური ჟვანიასთან საპროცესო შეთანხმების პირობები თითქმის შეთანხმებულია. საპროცესოს მოითხოვს ირაკლი ჩხვირკიაც, ხოლო პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე ჯერჯერობით უარს აცხადებენ. ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძე საკუთარი თავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა.

4 ოქტომბრის საქმე - ცნობილია კიდევ ვინ მოითხოვს საპროცესო შეთანხმებას
4 ოქტომბრის საქმე - ცნობილია კიდევ ვინ მოითხოვს საპროცესო შეთანხმებასTV პირველი

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ და პირობები თითქმის შეთანხმებულია მურთაზ ზოდელავასთან, ლაშა ბერიძესთან და გური ჟვანიასთან.

საპროცესოს მოითხოვს ირაკლი ჩხვირკიაც.

საპროცესო შეთანხმებაზე ჯერჯერობით უარს აცხადებენ პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მისი პოზიცია საოპერო მომღერალი მიესალმება ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას.

ადვოკატს თქმით, პაატა ბურჭულაძე საკუთარი თავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა.

„ბატონი პაატა ბურჭულაძე მხოლოდ მიესალმება და მოხარულია, რომ პოლიტიკური პატიმრების მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფლების მოპოვების შესაძლებლობა ექნება და მიესალმება ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას.

იგი იყო ეროვნული კრების ორგანიზატორი და მას არცერთი წუთით ეს არასდროს არ უარუყვია.

მიმართავს თუ არა თავად საპროცესო გარიგების მოთხოვნით პროკურატურას? პაატა ბურჭულაძე საკუთარი თავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა“,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბატონი პაატა ბურჭულაძე მხოლოდ მიესალმება და მოხარულია, რომ პოლიტიკური პატიმრების მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფლების მოპოვების შესაძლებლობა ექნება და მიესალმება ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას. იგი იყო ეროვნული კრების ორგანიზატორი და მას არცერთი წუთით ეს არასდროს არ უარუყვია. მიმართავს თუ არა თავად საპროცესო გარიგების მოთხოვნით პროკურატურას? პაატა ბურჭულაძე საკუთარი თავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა“
შოთა თუთბერიძემ
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.