ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ირანის სამთავრობო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის შეთავაზებამ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა და საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ესმის, რომ ეს არასწორი მიდგომა იყო.

მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყოფორმულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ირანის სამთავრობო ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოზეც ისაუბრა.

მედვედევის თქმით, თავდაპირველად დასავლურმა სამყარომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა, რამაც მისი შეფასებით კარგი არაფერი მოუტანა ქვეყანას, მედვედევი აღნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას ხედავს და არასწორ გადაწყვეტილებად აფასებს.

"რაც შეეხება ჩვენთვის, რუსეთის ფედერაციისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს, მოკლედ ვიტყვი: ეს არის გამარჯვება იმ ძალებზე, რომლებიც ამჟამად ჩვენს ქვეყანას უპირისპირდებიან. ეს არის დასავლური სამყარო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც თავისი მიზნების მისაღწევად უბედურ უკრაინას იყენებს...

რაც შეეხება კავკასიას, დიახ, ზოგიერთი სახელმწიფო ახლა იქ რაღაცის არევას ცდილობს. ცდილობენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დაყოფას. ეს სიმართლეა. ჩვენ ამას სიფრთხილით ვაკვირდებით.

შეხედეთ, თავდაპირველად დასავლურმა სამყარომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა. ამან კარგი არაფერი მოიტანა. საქართველო დღემდე ნატოს წევრი არ არის. მის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ესმის, რომ, როგორც ჩანს, ეს არასწორი მიდგომა იყო.

ყოველივე ამან კონფლიქტამდე მიგვიყვანა", - თქვა მედვედევმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც შეეხება ჩვენთვის, რუსეთის ფედერაციისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს, მოკლედ ვიტყვი: ეს არის გამარჯვება იმ ძალებზე, რომლებიც ამჟამად ჩვენს ქვეყანას უპირისპირდებიან. ეს არის დასავლური სამყარო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც თავისი მიზნების მისაღწევად უბედურ უკრაინას იყენებს... რაც შეეხება კავკასიას, დიახ, ზოგიერთი სახელმწიფო ახლა იქ რაღაცის არევას ცდილობს. ცდილობენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დაყოფას. ეს სიმართლეა. ჩვენ ამას სიფრთხილით ვაკვირდებით. შეხედეთ, თავდაპირველად დასავლურმა სამყარომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა. ამან კარგი არაფერი მოიტანა. საქართველო დღემდე ნატოს წევრი არ არის. მის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ესმის, რომ, როგორც ჩანს, ეს არასწორი მიდგომა იყო. ყოველივე ამან კონფლიქტამდე მიგვიყვანა“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედვედევი: ყველაზე საშინელება, რაც სომხეთს შეიძლება დაემართოს, ახალ უკრაინად გადაქცევააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები