მედვედევი სომხეთზე: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მცდელობამაც კონფლიქტამდე მიგვიყვანა
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა IRIB-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გახლეჩას ცდილობს. მისი თქმით, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მცდელობამ კონფლიქტამდე მიიყვანა. მან ასევე ისაუბრა სომხეთზე და აღნიშნა, რომ რუსეთი რეგიონულ პრობლემებს დამოუკიდებლად აგვარებს.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ზოგიერთი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების „გახლეჩას“ ცდილობს, რასაც რუსეთი „სიფრთხილით აკვირდება“.
ამის შესახებ მედვედევმა ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელე-რადიომაუწყებელთან, IRIB-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რაც შეეხება კავკასიას, დიახ, ცალკეული სახელმწიფოები ახლა იქ რაღაცის არევას ცდილობენ. ისინი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გახლეჩას ცდილობენ. ეს სიმართლეა. ჩვენ ამას სიფრთხილით ვაკვირდებით“, – თქვა მედვედევმა.
მისივე თქმით, თავდაპირველად „დასავლურმა სამყარომ“ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა, თუმცა, მისი შეფასებით, „ამას კარგი არაფერი მოჰყოლია“.
„საქართველო NATO-ს წევრი დღემდე არ არის. მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა აცნობიერებს, რომ ეს, როგორც ჩანს, არასწორი მიდგომა იყო. ამ ყველაფერმა კონფლიქტამდე მიგვიყვანა“, – ამბობს მედვედევი.
მედვედევმა ასევე ისაუბრა სომხეთზე და თქვა, რომ იქ ვითარება იცვლება, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ რესპუბლიკის განვითარების ვექტორის შეცვლა სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნია.
მისივე თქმით, რუსეთი დამოუკიდებლად აგვარებს საკუთარ რეგიონულ პრობლემებს, მათ შორის კავკასიაში.
„რუსეთი კავკასიის ნაწილია და ამიტომ არავის სჭირდება, რომ რეგიონის ქვეყნებთან ერთად ‘იმეგობროს, რათა ივაჭროს და განვითარდეს“, – თქვა მედვედევმა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„რაც შეეხება კავკასიას, დიახ, ცალკეული სახელმწიფოები ახლა იქ რაღაცის არევას ცდილობენ. ისინი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გახლეჩას ცდილობენ. ეს სიმართლეა. ჩვენ ამას სიფრთხილით ვაკვირდებით“
„საქართველო NATO-ს წევრი დღემდე არ არის. მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა აცნობიერებს, რომ ეს, როგორც ჩანს, არასწორი მიდგომა იყო. ამ ყველაფერმა კონფლიქტამდე მიგვიყვანა“
„რუსეთი კავკასიის ნაწილია და ამიტომ არავის სჭირდება, რომ რეგიონის ქვეყნებთან ერთად ‘იმეგობროს, რათა ივაჭროს და განვითარდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…